2019 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის ჩანაწერები

პოსტი ასახავს UNDP-GEF მტკვარი II პროექტის 2019 წლის ნოემბერსა და დეკემბერში შესრულებულ სამუშაოებს და 2020 წლის იანვრის გეგმებს
2019 წლის ნოემბერში ჩვენ:
- 6-8 ნოემბერს ჩავატარეთ მესამე რეგიონული პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა ქალაათლში, აზერბაიჯანში, რომელსაც 39 ადამიანი ესწრებოდა
- 2019 წლის 13 ნოემბერს, კახეთში, სოფლის მეურნეობის სფეროში წყლის რაციონალური გამოყენების პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი ჩატარდა. ამ ივენთს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, UNDP საქართველოს, საქართველოს მელიორაციისა და სხვა ჩართული მხარეები. ამ ივენთს 33 ადამიანი ესწრებოდა. ივენთი გაშუქდა პროექტის ვებ-გვერდზე, სოციალური მედიის ანგარიშებში, UNDP-სა და სამინისტროების ვებ-გვერდებზე
- 30 მასწავლებელს ჩაუტარდა ტრენინგი მუნიციპალურ სექტორში წყლის რაციონალურ გამოყენებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის “წყალი ყველა გორელს” ფარგლებში
- 14-19 ნოემბრის ფარგლებში, წყლის მენეჯერებს გეოგრაფიული ინფორმაციის სივრცეების (GIS) პროგრამის ტრენინგის მესამე ბლოკი ჩაუტარდათ; იგივე ტრენინგი საქართველოშიც ჩატარდა. აზერბაიჯანში ტრენინგს 18 ადამიანი ესწრებოდა, საქართველოში - 10. ტრენინგის მიმდინარეობა პროექტის სოციალურ ანგარიშებზეც გაშუქდა
- მდინარის გარემოსდაცვითი მონადენის მონიტორინგის შესახებ მე-6 საინფორმაციო კამპანია, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ეს კამპანიაც გაშუქდა პროექტის სოციალურ მედიაში და ვებ-გვერდზე
- 18 ნოემბერს საქართველოში ჩატარდა ფერმერების ტრენინგი სოფლის მეურნეობის სფეროში წერტილოვანი ირიგაციის დროს წყლის რაციონალურ გამოყენებაზე. ამ ტრენინგს 15 ადამიანი ესწრებოდა. ის ასევე გაშუქდა პროექტის სოციალურ მედიაში.
- შედგა შეხვედრა შირვანში, სადაც მდინარის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ჰაჯიქაბულის ტბის ახლოს შექმნილი ხელოვნური ჭაობის სადემონსტრაციო გახსნაზე გაიმართა
- ჩატარდა დეტალური გარემოსდაცვითი აუდიტი საქართველოსა და აზერბაიჯანში ყველაზე დიდი დამაბინძურებლების შესახებ
- 25-29 ნოემბერს, მესამე და ბოლო ეტაპი გაიმართა მდინარის ჰიდროლოგიურ მოდელირებაზე, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ტრენინგს აზერბაიჯანში ჰყავდა 12, ხოლო საქართველოში - 6 მონაწილე.
- მინაწილეობა მივიღეთ აზერბაიჯანის ტურიზმის სამიტზე.
2019 წლის დეკემბერში შემდეგ აქტივობებს ვგეგმავთ:
- აზერბაიჯანის გარემოზე დაკვირვების, ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის შემოწმების ეროვნული ლაბორატორიის წარმოადგენლები საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებს უსტუმრებიან, რომ შეთანხმდეს და ჰარმონიზდეს წყლის სინჯების აღებისა და დამაბინძურებლების (ქიმიური ჟანგბადის მოთხოვნა, ნიტრატები, ნიტრიტები, ამონიუმები, ფენოლი და მძიმე მეტალები) ინდიკატორების მეთოდოლოგია;
- ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებრივი შეხვედრები აზერბაიჯანში, შირვანში, აშენებულ ხელოვნურ ჭაობზე,
- 2019 წლის 2-6 დეკემბერს, აზერბაიჯანსა და საქართველოში ჰიდრო-ეკონომიკაზე ტრენინგის ჩატარება, მეორე ბლოკის სახით;
- H2Otel წყლის დაზოგვაზე ჯილდოს პრეზენტაცია აზერბაიჯანსა და საქართველოში, აზერბაიჯანის სასტუმროების ასოციაციასა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დაჯილდოების გალა ცერემონიალზე
- მდინარის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ჩართული მხარეების შეხვედრა საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მდინარე სურამულაზე ხელოვნური ჭაობის პროექტთან დაკავშირებით
- 9-10 დეკემბერს წყლის მენეჯერების ტრენინგი გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (GIS) შესახებ, მესამე ბლოკად
- ორ ახალ ექსპერტს ავიყვანთ აზერბაიჯანში. ერთი ველზე გასვლის დროს მინტორინგისა და კონტროლს შეასრულებს, მეორე - ინჟინერი
- ჩატარდება აკადემიური კონფერენცია სააქციო საზოგადეობა “აზერსუში”
- H2Otel ჯილდობს გამარჯვებულების გამოვლენა
2020 წლის იანვარში შემდეგი აქტივობები შედგება:
- აზერბაიჯანსა და საქართველოში მდინარის გარემოსდაცვითი მოდენის რიგით მე-7 მონიტორინგი
- საერთაშორისო გარემოსდაცვითი ეკონომიკის ანგარიშის ეროვნულ ენებზე თარგმნა
- მობილური აპლიკაცია Hydro Heroes-ს მომზადება
- Kura Box ბროშურების დამატებითი ასლების დაბეჭდვა, ეროვნულ ენებზე
- UNDP-ს ქვეყნების ოფისების წარმომადგენლებთან შეხვედრა
- რეგიონული სამუშაო ჯგუფისთვის წყლის ხარისხზე ონლაინ მონიტორინგის ხელსაწყოების ადგილზე მიტანა;
- ვიდეოების წარმოება IW:LEARN-სთვის სუფთა წყალთან დაკავშირებულ თემატიკაზე
- მომზადება ეროვნული საკონსულტაციო და რეგიონული სამუშაო ჯგუფების შეხვედრისთვის, რომელიც 2020 წლის 4-8 თებერვალს უნდა შედგეს.