UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

პროექტის მოკლე მიმოხილვა: კომპონენტების აღწერა

UNDP-GEF მტკვარი II პროექტი: მოკლე აღწერა

მდინარე მტკვრის აუზი გეოპოლიტიკურად რთულ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო წყლის სისტემაა. ამ პროექტის მონაწილე ქვეყნებმა: აზერბაიჯანმა და საქართველომ მნიშვნელოვანი გარდამავალი პოლიტიკური და ეკონომიკური პერიოდები გაიარეს და ახლა სწრაფად ავითარებენ სექტორებს, რომლებიც პირდაპირ არის დამოკიდებული წყლის რესურსებზე.  ორივე ქვეყანა მზადაა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ტრანსასაზღვრო წყლის სისტემის დაცვას და მის ერთობლივ და შეთანხმებულ მენეჯმენტში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

პროექტის წინა ფაზაში, რომელიც 2011-2014 წლებში განხორციელდა, ქვეყნებმა შემდეგი ტრანსასაზღვრო გამოწვევები გამოყვეს:

- მდინარის ჰიდროლოგიური მონადენის ცვლილება;

- წყლის ხარისხის დაქვეითება;

- ეკოსისტემების დეგრადაცია;

- კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყალდიდობები. 

2014 წლის მაისში აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მდინარე მტკვრის აუზის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას - რომელიც დამყარებულია საერთო პრიორიტეტებზე და კრიტიკულ საჭიროებებზე. გლობალურმა გარემოსდაცვითმა პროექტმა ორივე ქვეყანას ამისთვის 5.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მისცა. UNDP-ის სტამბულის რეგიონალურმა ოფისმა 4-წლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტს ოფისები და ტრენინგ აკადემიები აქვს როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. 

საერთო ჯამში, პროექტის მთავრობების მხრიდან თანადაფინანსების შემდეგ, მას 190 მილიონი აშშ დოლარი აქვს. მისი პრიორიტეტები და მთავარი მიზნებია: ჰიდროლოგიური მენეჯმენტის გაუმჯობესება; წყლის რესურსების დანაკარგის შემცირება; წყლის ხარისხის უკეთესი მონიტორინგი; დაბინძურების შემცირება და პრევენცია; ეკოსისტემის სტატუსის შეფასება; მდინარის ეკოსისტემის აღდგენა და კონსერვაცია; ეკოსისტემის დაცვისა და განვითარების დაგეგმვა; საშიშროებების შემცირება წყალდიდობებისა და გვალვების დროს და კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ჰარმონიზება. 

ამ მიზნების მისაღწევად, პროექტის შემდეგ კომპონენტებს მიენიჭა ყველაზე დიდი მნიშვნელობა: 

1. წყლის სფეროს ინსტიტუციური გაძლიერება;

2. შესაძლებლობის გაძლიერება წყლის სექტორში მომუშავე პროფესიონალებში;

3.  წყლის ხარისხის გაუმჯობესება მდინარის აუზის კრიტიკულ წერტილებში;

4. ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლება, განათლება და გაძლიერება;

5. მმართველობაში მეცნიერების წილის გაძლიერება.

ძალიან ბევრი თემაა, რომელიც ამ ორ ქვეყანას აერთიანებს. მათ შორისაა ევროკავშირის წყლის ჩარჩო-დირექტივა და მასთან მაქსიმალურად მიახლოება; კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია; სექტორებს შორის თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანში; წყლის დაბინძურების შემცირება; გენდერული საკითხების წამოწევა; ათასწლეულის მიზნების მიღწევა; საჯარო-კერძო პარტნიორობის ინიცირება და მდინარე მტკვრის აუზის ფარგლებში მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.

პროექტის კომპონენტები და მისაღწევი მიზნები: 

1. ინსტიტუციური გაძლიერება და აკადემიის შესაძლებლობების გამოყენება

შედეგი 1.1  გარემოსდაცვითი ხარჯის დათვლის მეთოდოლოგიის კანონმდებლობის განახლება.

·  შედეგი 1.2 წყლის მონადენის მართვის განახლებული და გაუმჯობესებული სტრატეგია

·  შედეგი 1.3 მდინარის აუზის მენეჯმენტის ორგანიზება ადგილობრივი მთავრობებისთვის

· შედეგი 1.4 შესაბამის მხარეებთან შემუშავებული დაბინძურების შემცირების გეგმა

· შედეგი 1.5 ეროვნულ და ტრანსასაზღვრო დონეზე ინტერსექტორალური წყლის პოლიტიკის მხარდაჭერა;

· შედეგი 1.6 კერძო-საჯარო თანამშრომლობაში, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე წყლის რესურსების მენეჯმენტში მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება 

2.  სხვადასხვა სექტორებში წყლის მენეჯერებში შესაძლებლობების გაძლიერება

·  შედეგი 2.2 ინსტიტუციური გაძლიერება, რომელიც მდინარის აუზებში წყლის მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში იქნება გამოსადეგი

·  შედეგი 2.3 წყლის კანონებისა და რეგულაციების გაუმჯობესება

·  შედეგი 2.4 შესაძლებლობების გაძლიერება ინფორმაციის შეგროვების, მონაცემების ორგანიზებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მათი გამოყენებისთვის

3. მენეჯმენტის გეგმების შემუშავება მდინარის აუზის კრიტიკული ლოკაციებისთვის, დატვირთვის შემცირების გეგმის შემუშავება და საინვესტიციო პოტენციალის ისე განხილვა, რომ მდინარის კალაპოტი არ დაზარალდეს  

· შედეგი 3.1  ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც სხვადასხვა სექტორში წყლის დაზოგვის ხერხებს წარმოაჩენს  

· შედეგი 3.2 ადგილების ამორჩევა, სადაც პოტენციურად ამა თუ იმ პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი

· შედეგი 3.3  მდინარის კალაპოტის სხვადასხვა წერტილების აღდგენის პროექტები და გეგმები, რომელიც ეკოსისტემას გააჯანსაღებს

4.  ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლება, განათლება და გაძლიერება, ადგილობრივი, საერთო მიზნის მისაღწევად ეროვნული და რეგიონული ღონისძიებების ჩართვა 

·  შედეგი 4.1 შექმნას სხვადასხვა პროფესიონალების ჯგუფი, რომლებიც მომავალში სხვებს გაწვრთნიან

·   შედეგი 4.2  აკადემიის წლიური კონფერენციების ჩატარება

·   შედეგი 4.3  მარკეტინგული და პიარ-კამპანიები იმისთვის, რომ ჩართულმა მხარეებმა უკეთ გაიგონ საკუთარი როლი წყლის მენეჯმენტში 

·   შედეგი 4.4. გააჩინოს ნიადაგი იმისთვის, რომ ლოკალური და რაგიონალური ჩართული მხარეები მეტს აკეთებდნენ კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, რაც წყლის რესურსებს უკავშირდება

·   შედეგი 4.5  პროექტის ფარგლებში შეძენილი გამოცდილებია გაზიარება რეგიონულ ოფისებს შორის და ასევე  ცოდნის გაზიარება GEF-ის  International Waters Learning Exchange & Resource Network (IW:LEARN) პლატფორმასთან 

5. მეცნიერებისა და ორგანიზებული ცოდნის გამოყენება მმართველობის პროცესში, ინფორმაციის მენეჯმენტსა და მონაცემების ანალიზში 

·  შედეგი 5.1 ცოდნის დაგროვება მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების სეზონურ ხელმისაწვდომობაზე და მათ რყევებზე სეზონურ ჭრილში

·  შედეგი 5.2 სხვადასხვა სექტორის მიხედვით, წყლის კონკრეტული რაოდენობის ეკონომიკური და სოციალური სიკეთეების წარმოჩენა; 

·  შედეგი 5.3 მდინარის ეკოლოგიური შეფასების პროგრამების შემუშავება; 

·  შედეგი 5.4 პროტოკოლების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემებისა და ინფორმაციის უწყვეტ გაცვლას, ტრანსასაზღვრო წყლებთან დაკავშირებთ ეროვნულ და რეგიონულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების მიზნით