ახალი ამბები
პირველი აკვაპონიკური ცენტრი რეგიონში
ამ პროექტის ინიციატორია პროექტი UNDP-GEF მტკვარი II. აკვაპონიკური ცენტრი აზერბაიჯანში დამონტაჟდა.
პროექტის გუნდის წევრების შემაჯამებელი შეხვედრა
UNDP-GEF მტკვარი II პროექტის გუნდის წევრების ბოლო შეხვედრა, 2021 წლის 19 მაისს შედგა
წყლის რაციონალური მართვის მენეჯმენტის სასკოლო კურსები
14 მოსწავლეს გადაეცა სერთიფიკატი თემაზე "წყლის რესურსების გონივრული მართვა - სკოლის პროექტი" ტრენინგის ფარგლებში
კიდევ ერთი ლექცია მოსწავლეებისთვის, რომელიც მდინარე მტკვრის აუზში წყლის რაციონალურ გამოყენებას ეხება
12 მაისს, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მტკვარი II პროექტის, არასამთავრობო ორგანიზაცია აზერბაიჯანის სახელოვნებო საბჭოს, იარატის თანამედროვე ხელოვნების სივრცის თანამშრომლობით, კიდევ ერთი საგანმანათლებლო ლექცია ჩატარდა, რომლის ფინანსური მხარდაჭერა ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკუთვნის.
"წყლის პარკის" გახსნა
ბაქო, 2021 წლის 23 აპრილი - "წყლის პარკის" შექმნა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალ "იშერ შეჰერის," ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, UNDP-GEF მტკვარი II -ისა და აზერბაიჯანის ხელოვნების საბჭოს თანამშრომლობის შედეგია.
შირვანში ჰაჯიქაბულის პატარა ტბაზე ხელოვნური ჭაობის გახსნის ცერემონიალი გაიმართა
2021 წლის 2 აპრილს, შირვანში, ხელოვნური ჭაობი ოფიციალურად გახსნეს მხარეებმა: პროექტის საკონტაქტო პირმა აზერბაიჯანში, ბატონმა ელნურ ნასიროვმა, რომელიც ასევე არის აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომელი და ბატონმა ჯეიჰუნ ქაზიმოვმა, რომელიც კომპანია Azersu JSC.-ს წარმოადგენდა.
მტკვარი II გუნდის წევრები სტუმრად "ევრონიუს ჯორჯიაში"
4 მარტს, განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტი მტკვარი II-ის გუნდის წევრებმა - მაკა ჯულაყიძემ და კახა ბახტაძემ, "ევრონიუს ჯორჯიას" დილის გადაცემაში ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე ისაუბრეს, რომელიც წყლის რაციონალურ გამოყენებას ეხება
ონლაინ სასწავლო პლატფორმის პრეზენტაცია
ონლაინ სასწავლო პლატფორმა წყლის რაციონალურ გამოყენებას ეხება და იგი სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და აზერბაჯანულად არის ხელმისაწვდომი.
მზის პანელის გახსნა კრწანისის პარკში
თბილისი, საქართველო - 2020 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრომ და საქართველოს ველური ბუნების სააგენტომ საზოგადოებასა და მედიას მზის ახალი ელექტროსადგური წარუდგინა, რომლებიც პარკში რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა.