UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

IWRM აკადემია

აკადემია არის სივრცე, რომელიც რეგიონულად - საქართველოსა და აზერბაიჯანში წყლის რესურსების სფეროში მიმუშავე ადამიანებს აკადემიური ცოდნის მიღებას სთავაზობს.  აკადემიაში მიღებული ცოდნა მათ დაეხმარება ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში.

The UNDP - GEF Kura II IWRM აკადემია არის სივრცე, რომელიც რეგიონულად - საქართველოსა და აზერბაიჯანში წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმუშავე ადამიანებს აკადემიური ცოდნის მიღებას სთავაზობს. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა მოითხოვს, რომ ყველა ჩართულ მხარეს ესმოდეს მდგრადი განვითარების იდეა და მნიშვნელობა. The UNDP - GEF Kura II IWRM აკადემია განსახილველ თემებს რეგიონული პრიორიტეტებისა და ჩართული მხარეების ცოდნის, ინტერესებისა და გამოცდილების გათვალისწინებით არჩევს.  ჩართულ მხარეები მოიცავს როგორც წყლის რესურსების მართვის პროფესიონალებსა და მენეჯერებს, ასევე წყლის უშუალო მომხმარებლებს, რომლებიც პირდაპირ იღებენ მომსახურებას წყლიდან. აკადემია სწორედ ამ მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. 

აკამედიის ინსტრუქტორები საერთაშორისო ექსპერტები არიან, რომლებსაც აქვთ როგორც აკადემიური განათლება, ასევე შესაბამისი გამოცდილება. ტრენინგები მონაწილეების მშობლიურ ენაზე ტარდება. ტრენინგების ხანგრძლივობა სხვადასხვაა: ნახევარი დღიდან დაწყებული, ორდღიანი და მრავალთვიანი ტრენინგით დამთავრებული.  წარმატებული მონაწილეები სერთიფიკატებს მიიღებენ. ასეთი სახის ტრენინგები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის, ასევე იმ სიკეთის დაფასებისთვის, რასაც წყალი თითოეულ ჩვენგანს აძლევს. 

The UNDP - GEF Kura II IWRM აკადემიის მონაწილეები იქნებიან წყლის რესურსებთან დაკავშირებული სექტორებიდან, მათ შორის: იმ მინისტრებიდან და სააგენტოებიდან, რომლებიც წყლის რესურსებს არეგულირებენ - გარემოს დაცვის/ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გადაუდებელი სიტუაციების სააგენტოს, ასევე საჯარო და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ მელიორაციის, თხევადი ნარჩენების მენეჯმენტის, ელექტროგანაწილების, საკვები პროდუქტების, ტრანსპორტის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეები ასევე იქნებიან უნივერსიტეტებიდან, არასამთავრობო სექტორიდან, ტურიზმის სფეროდან, მედიიდან, ადგილობრივი მოსახლეობიდან, ცოდნის გამავრცელებელი ხალხისგან, გენდერზე ორიენტირებული ორგანიზციების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გუნდის წევრები. წინასწარ შეთანხმებიდან გამომდინარე, ტრენინგები მიეძღვნება კონკრეტულ საჭიროებებს, რაც მათთვის აქტუალურია. 

ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.  ტრენინგების დროზე, მოდულზე და სხვა დეტალებზე დაუკავშირდით ჰაჯარ ჰუსეინოვას.