UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

პროექტის კომპონენტები

მტკვარი II პროექტი 5 კომპონენტისგან შედგება. თითოეული კომპონენტი მყარად არის დაკავშირებული მომდევნო კომპონენტთან. დამატებითი დეტალებისთვის, გთხოთ, ესტუმროთ ინდივიდუალური კომპონენტების გვერდებს.

პირველი კომპონენტი - გაუმჯობესებული პროტოკოლები 

ჩართულმა მხარეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონულ დონეზე, წყლის სფეროში მოღვაწე სექტორს ერთად მუშაობის, კოორდინაციის, ინფორმაციის გაცვლისა და დაგეგმვის პროცესში ერთმანეთის ინტერესის, ხედვის გაზიარებისა და გათვალისწინების პრობლემა აქვს. ეფექტური დაგეგმვის, გეგმების ჰარმონიზაციის ნაკლებობისა და წყლის რესურსების მენეჯმენტის ნაკლებობის გამო მტკვრის აუზზე წყლის ხარისხი არ უმჯობესდება. თუმცა, ორივე ქვეყანას სურს, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ გამოსწორდეს.  

                                                     

ორივე ქვეყანა: აზერბაიჯანი და საქართველო იმისთვის მუშაობენ, რომ წყლის მენეჯმენტის პრაქტიკა და პროტოკოლები გაუმჯობესდეს და ევროკავშირის პრაქტიკას დაუახლოვდეს. ამ პროექტის მიზანი სწორედ ისაა, რომ მტკვრის აუზის მენეჯმენტის დონე მაქსიმალურად მიუახლოვდეს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ინსტიტუციური ინერტულობის გამოცოცხლება და სირთულეების გადალახვაა, რომლებიც ამ ორი ქვეყნის მუშაობას მდინარე მტკვრის აუზის ფარგლებში ჰარმონიულ მუშაობას ხელს უშლიდა. საჭიროა საერთაშორისოდ აღიარებული და მიღებულია ისეთი პრაქტიკის ამოქმედება, არსებული პრაქტიკის გადახედვა, მეტი სიცხადის შეტანა, ინსტიტუციური და ორგანიზაციული მანდატების გაზრდა და წყლის მართვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოების მიღება და დაახლოება. 

ეს კომპონენტი გააძლიერებს წყლის რესურსების ინტეგრირებული მენეჯმენტის ჩარჩოს, ხელს შეუწყობს ინსტიტუციური, ლეგალური და მარეგულირებელი პროტოკოლების შექმნას, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, წყალთან/საკვებ პროდუქტებთან/გარემოსთან დაკავშირებულ უსაფრთხოებას, შეჩერებული ორმხრივი შეთანხმებების გამოცოცხლებასა და გაძლიერებას და მდინარე მტკვრის აუზზე წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას. 


 მეორე კომპონენტი - წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება 

სტრატეგიული სამოქმედო გეგმის, ტრანსასაზღვრო დიაგნოსტიკური ანალიზისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მენეჯმენტის დაგეგმვის პროცესში, ჩართული მხარეები სულ უსვამდნენ ხაზს, რომ წყლის მენეჯმენტის შესაძლებლობების გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

                                                          

მთელი რეგიონის მასშტაბით, წყლის მართვის გარკვეული წესები და დისციპლინა არსებობს, თუმცა ამას არ აქვს თანამშრომლობითი და ინტერდისციპლინარული ხასიათი. მიდგომების ჰარმონიზება და შერწყმა გადამწყვეტია მდინარის აუზის ინტეგრირებული მართვის საქმეში. მეზობელმა ქვეყნებმა უნდა გაიზიარონ მიდგომები, რომლებიც თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ეროვნულ და რეგიონულ მისიებთან და ინტერესებთან, რაც თანხვედრაში უნდა მოდიოდეს საერთო მიზანთან: მტკვრის აუზის მდგრად მარვასთან. წინა - UNDP-GEF მტკვარი-არაქსის პროექტის ფარგლებში, ადამიანური რესურსების გაძლიერების მიზნით, არაერთი ტრენინგი ჩატარდა. მაშინ გამოჩნდა, რომ უფრო და უფრო მეტი პროფესიონალი იყო საჭირო ამ მიმართულებით. იმ ხალხმა, ვინც ამჟამად წყლის მენეჯმენტის სფეროში იყო დასაქმებული, აღნიშნა, რომ საჭირო იყო მეტი განათლება და პროფესიული ზრდის შესაძლებლობების განვითარება, რომლებიც მათ მიმდინარე ან მომავალ საქმიანობას უკავშირდებოდა. 

იმისათვის, რომ საზიარო მდინარე - მტკვარი ეფექტურად იყოს დაცული, მნიშვნელოვანია ტრენგინებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობების გაზიარება და გაერთიანება, ერთნაირი კურიკულუმის შემუშავება. პროფესიული ზრდის ხელშეწყობა მჭიდროდ იქნება დაკავშირებული სხვა აქტივობებთან და მიზნებთან. 


მესამე კომპონენტი - კრიტიკულ ლოკაციებში დატვირთვის შემცირება

                                                   

საქართველოსა და აზერბაიჯანში, როგორც რეგიონულ, ასევე ეროვნულ დონეზე არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელიც წყლის მენეჯმენტის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. ტრანსასაზღვრო დიაგნოსტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მდინარე, ადამიანის საქმიანობის გამო, მნიშვნელოვად არის შეცვლილი და დეგრადირებული. წინა პროექტები მიზნად ისახავდა წყლის მენეჯმენტის ინსტიტუციური და პროცედურული დეტალების გაუმჯობესებას. ეროვნულ დონეზე, მთავრობები ცდილობენ მეტი ინვესტიცია ჩადონ მდინარეში ჩამდინარე მუნიციპალური თხევადი ნარჩენების გასაწმენდად და წყლის რაციონალური გამოყენების გასაუმჯობესებლად. ამ მცდელობების დადებითი მხარეები ნათელია. თუმცა, მეტი მცდელობაა საჭირო მდინარის გარკვეული ლოკაციების კრიტიკულად დაბინძურებული ადგილების აღსადგენად, რომ ეკოსისტემის ფუნქციები აღდგეს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. 

ამ კომპონენტის ფარგლებში, არაერთ ლოკაციაზე ჩატარდება ეკოსისტემის დატვირთვის მომხნელი ღონისძიება, კონკრეტულ ადგილზე სიტუაციის გამოსწორების მიზნით. შეირჩევა შემთხვევები, როდესაც ეკოსტისტემის გაუმჯობესებისთვის საერთაშორისო კუთხეც მოიძებნება და მათი შედეგი მაქსიმალურად გაძლიერდება. ეს კომპონენტი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მცირე პროექტებით მდინარეზე არსებული დატვირთვა შემცირდეს და მომავალში მისი შენარჩუნების მიზნით, ინვესტორების მოზიდვა მოხდეს, რომლებიც ეკოსისტემის დეგრადაციას შესაბამისად უპასუხებენ, მოუვლიან და საკუთარ და გარემოს ინტერესებს ერთამანეთს მოარგებენ.  
 
მეოთხე კომპონენტი - განათლება და მხარეების მაქსიმალური ჩართვა პროცესში

წყლის ინტეგრირებული მართვა  მოითხოვს განათლებულ და ინფორმირებულ სპეციალისტებს ლოკალურ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, რომ სხვადასხვა პროექტების განხორციელება მაღალი ხარისხით განხორციელდეს. პროექტში ჩართულმა მხარეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოში ხაზი გაუსვეს იმას, რომ საჭიროა სპეციალისტების გაძლიერება უკეთესი შედეგების მიღების მიზნით. წინა პროექტის ფარგლებში, წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურის კურიკულუმიც შეიქმნა მტკვრის აუზის მართვის თემატიკის გარშემო.  ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო ეს კურიკულუმი და შესაბამისი უწყებებიდან დამტკიცებას ელოდება; ამჟამად კი სტუდენტების მოგროვებას იწყებს, ხოლო ლექციები 2016 წლის შემოდგომიდან დაიწყება. თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტმაც მიიღო ეს კურიკულუმი და მომავალი პროექტის დაწყებამდე, სწავლება იქაც დაიწყება.  ეს კომპონენტი აუცილებელია იმისთვის, რომ მეტი ხალხი ჩაერთოს წყლის მენეჯმენტში და ასე დაუახლოვდეს ევროკავშირის წყლის დირექტივას ორივე ქვეყნის ეროვნული ჩარჩოები წყლის მართვასთან დაკავშირებით. ახალგაზრდა და მომავალი თაობის აღზრდით, პროექტი გაზრდის ცნობიერებას, იპოვის პრობლემების გადაწყვეტის გზებს და იაფი და ეფექტური ინიციატივებით, მაქსიმალურ შედეგებს მიიღებს. 


მეხუთე კომპონენტი - მეცნიერებისა და მონაცემების როლის გაზრდა მმართველობაში 

მეხუთე კომპონენტი შეეხება მეცნიერების წილის გაზრდას მდინარე მტკვრის აუზის მართვის საქმეში, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.  მდინარეზე მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა, ინფორმაცია ისე არ არის წამოდგენილი, რომ გასაგები და სასარგებლო იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  საჭირო ინფორმაციის მეტად გაცვლა, რომ საერთო საჭიროებების გადაწყვეტა მოხდეს და დიდხნიანი თანამშრომლობა ჩამიყალიბდეს. 

                                                           

ამ კომპონენტის მიზანია მდინარე მტკვარზე ისტორიული დაკვირვების მონაცემების შეგროვება, მათ შორის იმ ნაწილის, რომლებიც წინა პროექტის ფარგლებში შეგროვდა და უნდა მოხდეს მისი გამოყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გაუმჯობესდება წყლის რესურსებზე მონაცემების სისტემები და მათი გამოყენების გზები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  ეს მოიცავს ჰიდროლოგიური ინფორმაციის შეგროვების თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების საერთო, ინტეგრირებულ მოდელირებას, წყლის მოხმარების ეკონომიკური და სოციალურ სიკეთეების გამოყენებას, მდინარის ეკოსისტემაზე რეგიონულ მონაცემების გაუმჯობესებას, რომელიც სხვადასხვა დონის გადაწყვეტილების მიღების დროს დაეხმარება გადაწყვეტილების მიმღებებს და შექმნის წყლის რესურსების მენეჯმენტის, მონიტორინგის, მონაცემების ანალიზისა და გაცვლის გამართულ სისტემას. 

ამ მცდელობების ერთობლიობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და მდინარის აუზის მმართველობას გააუმჯობესებს. გააძლიერებს მდინარის მონიტორინგს, მონაცემების შეფასებასა და ანალიზის სისტემის გაუმჯობესებას, რომელიც, თავის მხირვ, გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო საფუძვლიანს გახდის, გაზრდის ინფორმაციის გაცვლის ხარისხსა და ინტენსივობას, ანალიზს წყლის სექტორის წარმომადგენლებსა და ქვეყნებს შორის, წყლის რესურსების უფრო ჰარმონიზებულ მენეჯმენტს. ეს გაზრდის წყლის/საკვების/ეკოსისტემის უსაფრთხოებას, კლიმატის ცვლილების ადაპტაციის პროცესისთვის ორმხრივ ბერკეტებს და გადაწყვეტილების მიღების დროს სექტორულ კოორდინაციას.