UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

2019 წლის სექტემბრის ჩანაწერები

ეს პოსტი ასახავს UNDP-GEF მტკვარი II პროექტის გუნდის მიერ 2019 წლის სექტემბერში შესრულებულ სამუშაოებს და ოქტომბრის გეგმებს

2019 წლის სექტემბერში:
 

  • პროექტმა UNDP-GEF მტკვარი II 6 თვით დაფინანსების დამატების გარეშე გაგრძელების ნებართვა მიიღო
  • UNDP-GEF მტკვარი II პროექტის გუნდის წევრებმა პროექტის რეზიდენტ წარმომადგენლებს საქართველოსა და აზერბაიჯანში პროეტის შესახებ მოკლედ მოახსენეს 
  • გარემოსდაცვით ინსპექტორებს ტრენინგი ჩაუტარეს სუფთა წარმოების პრინციპებზე, სულ 38 ადამიანს. მათგან 21 აზერბაიჯანიდან იყო და საქართველოდან - 17ტრენინგი ჩატრადა ჰიდრო-ეკონომიკურ მოდელირებაზე, რომელსაც 31 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, 17 აზერბაიჯანიდან და 15 - საქართველოდან. 
  • შედგა გაცნობითი შეხვედრა გარემოსდაცვით ინსპექტირებასა და გარემოსდაცვითი აუდიტის თემებზე, რომლის მიზანია ნარჩენების შემცირება აზერბაიჯანსა და საქართველოში 
  • 16 სექტემბერს ბაქომ პროექტის საკონსულტაციო ჯგუფს უმანპინძლა, რომელსაც აზერბაიჯანიდან 11, ხოლო საქართველოდან - 8 მონაწილე. 
  • 2019 წლის 17 სექტემბერს ბაქომ წყლის ხარისხის ინდიკატორებზე რეგიონულ სამუშაო ჯგუფს უმასპინძლა. 
  • ორივე ქვეყნის მასშტაბით შემუშავდა აუდიტორული საბაზისო სია კომპანიებისა, რომლებიც დამაბინძურებლები არიან
  • 23-24 სექტემბერს აზერბაიჯანში GIS ტრენინგების მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 25 მონაწილე ჰყავდა
  • გახსნისთვის მომზადდა პროექტი გორის მუნიციპალიტეტში წყლის რაციონალურ გამოყენებაზე
  • აზერბაიჯანში, საათლიში, სოფლის მეურნეობის სფეროში წყლის რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით, წვეთოვანი ირიგაციის სისტემის საპილოტე პროექტის ტრენინგ ლოკაცია გაიხსნა,  რომელსაც 24 ადამიანი ესწრებოდა
  • H2Otel ტრენინგები ჩაუტარდათ აზერბაიჯანის კერძო სექტორის - სასტუმროს სფეროში დასაქმებულ ადამიანებს
  • შემუშავდა კონცეპტი  UNDP-GEF მტკვარი II პროექტზე, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო პროექტზე მსგავსი მიმართულებით
  • ვესტუმრეთ UNDP IRH-ის კომუნიკაციისა და სოციალური კამპანიის გუნდს, ბაქოს რეგიონულ ჰაბს და UNDP-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგს ქალთა უსაფრთოებაზე ცნობიერების ამაღლებაზე

 
2019 წლის ოქტომბერში:

  • 2 ოქტომბერს გავმართეთ წყლის რაციონალურ გამოყენებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის გამხსნელი ცერემონია გორში, არასამთავრობო ორგანიზაცნია ED-სთან ერთად 
  • ტრენინგები ჩავუტარეთ ქართველ და აზერბაიჯანელ ფერმერებს წვეთოვანი საირიგაციო სისტემის სწორად მოხმარებაზე სოფლის მეურნეობის სფეროში
  • 7-11 ოქტომბერს, აზერბაიჯანსა და საქართველოში, მესამე ბლოკად ჩავატარეთ ტრენინგი თემაზე “მდინარის ეკოლოგია,” დავაორგანიზეთ მდინარის გამორესდაცვით ხარჯის მეთოდოლოგიაზე შუალედური ანგარიში აზერბაიჯანსა და საქართველოში 
  • აზერბაიჯანში წყლის დაზოგვასთან დაკავშირებით H2Otel ტრენინგი ჩავატარეთ
  • დაბინძურების შემცირებაზე ტრენინგი ჩავატარეთ როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში
  • ჰაჯიქაბულსა და საათლიში თემაზე “ქალი და წყალი” ტრენინგი ჩავატარეთ
  • 21-25 ოქტომბერს ტრენინგი ჩავატარეთ წყლის მენეჯეტებისთვის აზერბაიჯანში (მესამე ბლოკი) და საქართველოში (პირველი ბლოკი)
  • ავსტრალიაში საერთაშორისო მდინარეების სიმპოზიუმზე წარვადგინეთ  UNDP-GEF მტკვარი პროექტი, როგორც წყლის თემაზე მომუშავე ერთ-ერთი საუკეთესო
  • 29 ოქტომბერს, კახეთში, წვეთოვანი ირიგაციის სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში, წარვადგინეთ პროექტი, როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში წყლის რაციონალურად გამოყენების ერთ-ერთი მაგალითი 
  • წალკაში, საქართველოში, წვეთოვანი საირიგაციო სისტემის დამონტაჟება დავასრულეთ
  • ალაზანი-იორის აუზის მიწისქვეშა წყლების ონლაინ მონიტორინგ-სისტემისთვის სასურველი პროექტის კანდიდატურა ავარჩიეთ
  • რეგიონული ტრენინგი მიწისქვეშა წყლის სისტემების შესახებ კვლევისა და შეფასების ცენტრმა ჩაატარა ბაქოში, UNESCO-ს ეგიდით. ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც ბაქოდან, ასევე საქართველოდან
  • 28 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანში ტრენინგი ჩავატარეთ მეორე ბლოკად, თემაზე “წყლის კანონის აღსრულება”
  • განვაახლეთ პროექტის ვებ-გვერდი (http://www.kura-river.org) IW:LEARN-სა და GRID Arendal-თან ერთად