2019 წლის ივნისის ჩანაწერები

ჩვენი ბლოგ-პოსტი ასახავს, თუ რა გააკეთა UNDP-GEF მტკვარი II პროექტის გუნდმა 2019 წლის ივნისში და რა გეგმებია 2019 წლის ივლისისთვის
ივნისში ჩვენ:
- საქართველოს ტურიზმის კონფერენციის თანა-ფასილიტატორები ვიყავით
- ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტზე ტრენინგების ბოლო ბლოკი ჩავატრეთ, ორივე ქვეყანაში
- უმცროსი ექსპერტების პროგრამის გამოცდილება გავაზიარეთ IW:LEARN- თან ერთად
- მოვამზადეთ გეგმები მდინარის ერთობლივად აღდგენის გზით ეკოსისტემის სიჯანსაღის გაუმჯობესებაზე, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში
- დავგეგმეთ საველე ტური წყლის სინჯების ასაღებად, მონაცემების მოსაგროვებლად და ანალიზისთვის, რომელიც რეგიონულმა სამუშაო ჯგუფმა გამოიყენა წყლის ხარისხის ერთობლივი ინდიკატორების შემუშავებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანში
- დავიქირავეთ პროექტის ოფიცერი ბაქოში, აზერბაიჯანის ოფისში
- მოვემზადეთ მმართველ კომიტეტის შესახვედრად შამახში, აზერბაიჯანში
ივლისში შემდეგ საქმიანობებს ვგეგმავთ:
- 8-9 ივლისს, შევხვდებით პროექტის მმართველ კომიტეტს აზერბაიჯანში
- 2 ივლისს, თბილისში წყლის დაზოგვაზე H20tel ტრენინგს ჩავატარებთ
- შევხვდებით EUWI+ პროექტის ლიდერებს და ბაქოში ეროვნული წყლის პოლიტიკის წარმომადგენლებს
- უკვე მეოთხედ, გარემოსდაცვით მონადენის სასწავლო ჯგუფი ადგილზე გავა
- ტომ სტენფორდი აზერბაიჯანსა და საქართველოში გარემოსდაცვით შეფასებაზე ტრენინგს ჩაატარებს
- 19 ივლისს საგურამოს ახლოს, მდინარე არაგვის აუზში, ტომ სტენფორდთან ერთად, კომპანია “ზედაზენის” ლუდსახარშს ესტუმრნენ, რათა გარემოს დაბინძურების შემცირებაში კომპანიის ჩართვის შესაძლებლობა განიხილონ
- ჩავწერთ ვიდეოს ველზე ლაბორატორიული სინჯების აღების დროს და გვექნება ინტერვიუები
- მოვამზადებთ პროექტის მთავარი კომიტეტის შეფასების დრაფტს, კომენტირებისთვის
- 2019 წლის 29-30 ივლისს ჩავატარებთ GIS ტექნოლოგიების ტრენინგს (ბლოკი I)
- შევხვდებით აზერბაიჯანის ქალთა, ბავშვთა და ოჯახის დაგეგმვის კომიტეტს, ქალებთან ტრენინგზე შესათანხმებლად
- დავესწრებით "კლიმატის მწვანე ფონდის" მოსამზადებელ ვორქშოფს აზერბაიჯანში
- ვაპირებთ შეხვედრისა და პრეზენტაციის გამართვას აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მელიორაციის კომპანიის დირექტორის მოადგილესთან, სააქციო საზოგადოება “აზერსუს” წარმომადგელებთან მდინარე მტკვრის აუზზე წყლის შეფასებასთან დაკავშირებით, ასევე მოვამზადებთ პროექტს, რომელიც აზერბაიჯანის საირიგაციო სისტემას რომელიმე სხვა ქვეყნისას შეადარებს
- ავიყვანთ პროექტის ოფიცერს აზერბაიჯანში
- დავწერთ რეგიონული ტრანსსასაზღვრო მიწისქვეშა წყლების მენეჯმენტის რეპორტს
- კონკურსს გამოვაცხადებთ ალაზანი-იორის აუზში მიწისქვეშა წყლის მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებაზე.