2019 წლის აგვისტოს თვის ჩანაწერები

ამ ბლოგ-პოსტის ფარგლებში მოგახსენებთ, რა სამუშაოები შეასრულა UNDP-GEF მტკვარი II პროექტმა 2019 წლის აგვისტოში და რას აპირებს სექტემბერში
აგვისტოში შემდეგ რამ შევასრულეთ:
- ვეწვიეთ რუისისა და კახეთის წვეთოვანი საირიგაციო სისტემის სადემონტრსაციო ლოკაციებს, რომელიც რეგიონულ დონეზე, სოფლის მეურნეობის სფეროში წყლის რაციონალურ გამოყენებას ეხება
- ინდუსტრიულ ნარჩენების თემაზე საერთაშორისო ექსპერტის აყვანის პროცედურა დაბოლოვდა, 2 ეროვნული ექსპერტი აივანეთ, ორივე ქვეყანაში
- UNDP საქართველოს ოფისის წარმომადგენელს შევხვდით და მოკლედ მოვახსენეთ პროექტების მიმდინარეობაზე
- ეკონომიკური კვლევა წამოვიწყეთ, რომელიც ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორებისთვის, თევზის ფერმებისთვის და სხვა ინდუსტრიული გამოყენებისთვის წყლის მიყიდვის საკითხებს მოიცავს
- დავიწყეთ აზერბაიჯანში, საათლიში წვეთოვანი ირიგაციის შესახებ ტრენინგ ცენტრისთვის ავეჯისა და ტექნიკის შესყიდვის პროცედურები
- მდინარის გარემოსდაცვით მონადენის ხარჯზე მე-5 ველზე კვლევაზე გავედით როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში
- შირვანში ხელოვნური ჭაობის პროექტის შესრულებაზე გამარჯვებული ორგანიზაცია გამოვავლინეთ და მასთან კონტაქტი დავდეთ
- აზერბაიჯანის გარემოს დაცვის სამინისტროს შევხვდით და შირვანში ხელოვნური ჭაობის ოპერირებისა და შენახვის ხარჯები განვიხილეთ
- მდინარე მტკვრის აუზის შესახებ აკადემიურ კონფერენციაზე მიღებული აკადემიური ნაშრომების შეფასება და მიღება
2019 წლის სექტემბერში:
- 2019 წლის 2 სექტემბერს შევხვდებით ორგანიზაცია “გარემო და განვითარება” წარმომადგენლებს, რომ დეტალებში განვიხილოთ სამუშაო გეგმა, რომელიც გორში მუნიციპალური წყლის რეციონალურ გამოყენებას ეხება
- 2019 წლის 2 სექტემბერს კომპანია “Poultry Georgia”-ს შევხვდებით და მათი ჩვენს პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას განვიხილავთ
- 2019 წლის 5 სექტემბერს პროექტის ეროვნულ წარმომადგენელს შევხვდებით და სამომავლო გეგმები განვიხილავთ
- 9-13 სექტემბერს გარემოსდაცვით ინსპექტორებს სუფთა წარმოების პრინციპებზე ტრენინგს ჩავუტარებთ, საქართველოსა და აზერბაიჯანში
- აზერბაიჯანსა და საქართველოში მდინარის ჰიდრო-მოდელირებაზე ტრენინგებს ჩავატარებთ
- ეროვნულ ინსპექტორებს შევხვდებით გარემოსდაცვით ინსპექტირებაზე, აზერბაიჯანსა და საქართველოში
- 2019 წლის 19-20 სექტემბერს, პროექტის საკონსულტაციო ჯგუფი შეხვდა თბილისსა და ბაქოში
- რეგიონული სამუშაო ჯგუფები წყლის ხარისხის ინდიკატორების შესახებ სასაუბროდ შეხვდებიან, როგორც თბილისში, ასევე ბაქოში
- 23-24 სექტემბერს აზერბაიჯანში GIS ტრენინგის მეორე შეხვედრას ჩავატარებთ
- გორში, წყლის რაციონალურ გამოყენებაზე სადემონსტრაციო პროექტის გავხსნით
- საათლში, აზერბაიჯანში, მუნიციპალურ სექტორში წყლის რაციონალური გამოყენებაზე ტრენინგს ჩავატარებთ
- ალაზანი-იორის აუზზე მიწისქვეშა წყლის მონიტორინგის სისტემის დაინსტალირების პროცესს დავასრულებთ
- აზერბაიჯანში წყლის დაზოგვის ტრენინგ - H2Otel-სთვის მოვემზადებით
- მდინარე მტკვირს აუზის შესახებ კონფერენციაზე გამარჯვებულის პრიზს მოვამზადებთ
- ბაქოს რეგიონულ ჰაბში, UNDP IRH-ის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ჯგუფს დავუკავშირდებით და GEF გუნდის სხვა წევრებსაც შევხვდებით