UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

2019 წლის მაისის თვის ჩანაწერი

ეს ბლოგ-პოსტი აღწერს, თუ გააკეთა UNDP-GEF მტკვარი II პროექტმა 2019 წლის მაისში და რისი გაკეთება იგეგმება ივნისში

მაისში გავაკეთეთ შემდეგი რამ:

  • ბაქოს იდეების ლაბორატორიაში, რომელიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პლატფორმაა, წარვადგინეთ თემა “წყლის რესურსები და მათი მართვის სხვადასხვა ასპექტები”, როგორც ჩართულ მხარეთა ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი ასპექტი
  • ავიყვანეთ პროექტის შუალედური შემფასებელი
  • ორივე ქვეყანაში ჩავატარეთ ჰიდროლოგიური მოდელირების ტრენინგები
  • შევხვდით წყლის მიწოდებისა და მოთხოვნის რეგულირების სფეროში საერთაშორისო ექსპერტს, გაიდლაინების შემუშავების მიზნით, რომელიც ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების გონივრულ გამოყენებას უნდა შეეხოს ორივე ქვეყანაში
  • ავიყვანეთ  UNDP-GEF მტკვარი II პროექტის კომუნიკაციების რეგიონული მენეჯერი, სონა გულიევა
  • გორის მუნიციპალიტეტში ერთი პრიზი გავეცით, წყლის რაციონალური გამოყენების კუთხით
  • შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანში დაბინძურების წყაროების შეფასებას ეხებაჰაჯიქაბულში, აზერბაიჯანში, მდინარის აუზის კონკრეტულ ლოკაციაზე დატვირთვის შესამცირებელი პროექტის წამოწყება დავაანონსეთ
  • მონაწილება მივიღეთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შეხვედრაზე, სადაც მთავარი თემა იყო დატვირთვის შემცირება ხაშურში (ასევე მივიღეთ ნებართვა სამინისტროსგან ხელოვნური ჭაობის საცდელი პროექტის შექმნაზე)
  • მოვამზადეთ რეგიონული შეფასების დოკუმენტი ალაზანი-განიხის წყლის მონაკვეთზე
  • ვუმასპინძლეთ საერთაშორისო ექსპერტ ტომ სტეფორდს და სხვა ჩართულ მხარეებს ორივე ქვეყანაში წყლის კანონმდებლობის და მისი აღსრულების საკითხის განსახილველად
  • ავიღეთ სინჯები, შევაგროვეთ მონაცემები და ანალიზი რეგიონული სამუშაო ჯგუფისთვის, წყლის საერთო ინდიკატორების შემუშავებაზე აზერბაიჯანსა და საქართველოში 
  • შევიმუშავეთ სამუშაოს აღწერა ეროვნული კომუნიკაციის პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებისთვის
  • დავესწარით საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩატარებულ შეხვედრას, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო პროექტების წარმატებით შესრულებას
  • ვიმუშავეთ კომუნიკაციის სტრატეგიაზე

 
ივნისში ვგემავთ:

  • საქართველოს ტურიზმის კონფერენციის თანა-ფასილიტაციას
  • ჩავატარებთ ლაბორატორიული ხარისხის მენეჯმენტის ტრენინგის ბოლო ბლოკს, სადაც ასახული იქნება ორივე ქვეყნის გამოცდილება 
  • ახალგაზრდა ექსპერტების პროგრამაზე ბლოგს გამოვაქვეყნებთ IW:LEARN-თან ერთად
  • დავგეგმავთ შეხვედრას, რომელიც საქართველოში დაბინძურების შემცირების გეგმას შეეხება
  • შევიმუშავებთ ბოლო ვერსიას პროექტისა, რომელიც მდინარის აღდგენას ეხება, რომლის მიზანი მდინარის ეკოსისტემის გაჯანსაღება ორივე ქვეყანაში
  • ველზე გასვლის მეორე ტურსაც დავგეგმავთ, რომელიც შეეხება სინჯების აღებას, მონაცემების მოგროვებას და ანალიზს, რომელსაც შემდეგ რეგიონულ სამუშაო ჯგუფს გადავცემთ, საქართველოსა და აზერბაიჯანში წყლის ხარისხის ინდიკატორებზე შესათანხმებლად
  • ბაქოში, აზერბაიჯანის ოფისისთვის, პროექტის ოფიცერს ავიყვანთ