2019 წლის აპრილის თვის ჩანაწერები

ეს ბლოგ-პოსტი აღწერს, რა გააკეთა პროექტის გუნდმა 2019 წლის აპრილის თვეში და რა იგეგმება მაისისთვის
აპრილში შემდეგი რამ გავაკეთეთ:
- შევხვდით შესაბამის ჩართულ მხარეებს, მათ შორის “აზერსუს” და არასამთავრობო ორგანიზაცია “იდეის” წარმომადგენლებს, რომელიც შეეხებოდა მობილურ აპლიკაციას, რაც წყლის გაჟონვისა და დაზოგვის სტრატეგიებს ეხებოდა
- შევხვდით ტურიზმის საერთაშორისო პარტნიორობას, აზერბაიჯანის სასტუმროთა ასოციაციისთვის ჯილდოებთან დაკავშირებით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში
- მოსამზადებელი შეხვედრა დავგეგმეთ სოფლის მეურნეობის სფეროში წყლის კონსერვაციის საკითხებზე სასაუბროდ აზერბაიჯანში
- დავგეგმეთ მდინარე მტკვარზე აკადემიურ კონფერეცნია, რომელიც 2019 წლის სექტემბერში უნდა გაიმართოს
- 2018-2019 წელს წარმოვადგინეთ სამუშაოს პროგრესისა და მომავლის გეგმა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში
- გვქონდა შეხვედრა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან, რომ მდინარის აღდგენის პროეტზე გვესაუბრა
- 7-18 აპრილს სასწავლო ტურით წავედით; დელეგაციაში 6 ადამიანი შედიოდა საქართველოდან და აზერბაიჯანიდან, რათა მეტი ინფორმაცია მიეღოთ მდინარე სავას აუზში ფარგლებში, უნგრეთის, ხორვატიისა და სლოვენიის წარმატებულ თანამშრომლობაზე წყლის ერთობლივ მენეჯმენტთან დაკავშირებით
- ჩვენი IWRM აკადემიის ფარგლებში, მეორე ბლოკის ტრენინგი ჩავატარეთ მდინარის ეკოლოგიაზე, ორივე ქვეყანაში
- IWRM აკადემიის ფარგლებში, ასევე ჩავატარეთ წყლის ლაბორატორიის ISO 17025 სტანდარტის შესახებ
- სურამში, საქართველოში, პრაქტიკული საველე და ინფორმაციის მოგროვების ტური გვქონდა, რათა მდინარის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ხელოვნური ჭაობის შექმნის მიზანშეწონილობა და პოტენციური ტერიტორია გვენახა; ასევე შევხვდით ხაშურის მერიის ადმინისტრაციას
- შევიძინეთ ლაბორატორიისთვის ნივთები, ორივე ქვეყნისთვის, რომელსაც რეგიონული სამუშაო ჯგუფი გამოიყენებს წყლის ხარისხის შემოწმების დროს
- აზერბაიჯანში წყლის ხარისხისა და გეოლოგიური მონაცემები მოვაგროვეთ, რომელსაც მდინარის აღდგენის გამო ხელოვნური ჭაობის შექმნის პროცესში გამოვიყენებთშევარჩიეთ ნარჩენების შემცირების პროექტისთვის საერთაშორისო ექსპერტი
- დავასრულეთ სასწავლო-საგანმანათლებლო გრაფიკულ-ვიზუალური მასალებისა და ტექსტის - Kura Box მომზადების პროცესი, ვთარგმნეთ ის ორივე ენაზე და გავუგზავნეთ ორივე ქვეყნის სამინისტროებს, რათა 22 აპრილს, დედამიწის მსოფლიო დღეს საკუთარ ვებ-გვერდებზე გამოაქვეყნონ; ასევე დავბეჭდეთ ისინი და სხვა ჩართულ მხარეებს მივაწოდეთ
- მდინარის აღდგენის თემაზე აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებს, საერთაშორისო ექსპერტსა და სხვა ჩართულ მხარეებს შევხვდით
- დავიწყეთ უკვე განცხადებების გამოქვეყნება ბიზნესის Blue Business Awards დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც წყლის დაზოგვაზე H2Otel ჯილდოებს გადავცემთ სასტუმროს ბიზნესში ჩართულ მხარეებს
- დავიწყეთ წყლის ხარისხის შეთანხმებულ ინდიკატორებზე მუშაობა, რაზეც რეგიონული სამუშაო ჯგუფი მუშაობს
მაისში შემდეგ საქმიანობებს ვგეგმავთ:
- იდეა თემაზე “წყლის რესურსების გონივრული მართვის მენეჯმენტის გეგმა” იდეების ლაბორატორიაში” წარვადგინეთ; ესაა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პლატფორმა, რომელიც ჩვენ ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლების ფარგლებში გავაკეთეთ
- შუალედური პროექტის შემფასებელი ავიყვანეთ
- მონაწილეობა მივიღეთ პროექტის მთავარი გუნდის შეხვედრაში ჟენევაში, სადაც ეს პროექტი წყლის საერთაშორისო მენეჯმენტის საერთაშორისო შეხვედრაზე წარვადგინეთ
- ორივე ქვეყანაში მდინარის ჰიდროლოგიურ მოდელირებაზე მეორე ბლოკის ტრენინგი ჩავატარეთ
- შევათანხმებთ შეხვედრას წყლის მარაგებისა და მოთხოვნის საერთაშორისო ექსპერტთან და სხვა ჩართულ მხარეებთან, რათა შევქმნათ მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების საერთო გაიდლაინი აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის
- ავიყვანთ UNDP-GEF მტკვარი II პროექტის კომუნიკაციების მენეჯერს, სონა გულიევას
- გორში ადგილობრივებს შევხვდებით თემაზე: წყლის რაციონალური გამოყენება
- შევადგენთ მოთხოვნის კრიტერიუმებს ეროვნული კომპანიებისთვის, რომ შეიქმნას მთავარი დამაბინძურებლების წყაროების შეფასების კრიტერიუმები საქართველოსა და აზერბაიჯანში
- შევხვდებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოამდგენლებს და ხაზს გავუსვამთ ხაშურის ხელოვნური ჭაობის პროექტის მნიშვნელობას და მისი წინ წაწევის საკითხს
- მიწისქვეშა წყლების რესურსების საერთაშორისო შეფასების ცენტრი (International Groundwater Resources Assessment Centre (IGRAC)) რეგიონულ შეფასებას ამზადებს ალაზანი-განიხის მიწისქვეშა წყლებზე
- ვუმასპინძლებთ შეხვედრას საერთაშორისო ექსპერტ ტომ სტაფორდთან, თემაზე წყლის კანონების აღსრულების მდგომარეობაზე ორივე ქვეყანაში
- ნიმუშების აღება, მონაცემების შეგროვება და გაანალიზება, რომელიც შემდეგ რეგიონულ სამუშაო ჯგუფს გაუზიარდება, რომ მომავალში აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის წყლის ხარისხის ინდიკატორების შემუშავება მოხდეს