UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

2019 წლის ოქტომბრის ჩანაწერები

პოსტი აღწერს, თუ რა გააკეთა მტკვარი II პროექტის გუნდმა 2019 წლის ოქტომბერში და რა გეგმები არსებობს ნოემბრისთვის

2019 წლის ოქტომბერში: 

  • გორში შედგა ცნობიერების ამაღლების აქცია “წყალი ყველასთვის” რეგიონულად, მუნიციპალურ სექტორში წყლის რაციონალურ გამოყენებაზე, ორგანიზაცია ED-სთან ერთად. პროექტის სოციალურ მედიასა და პროექტის პლატფორმებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით
  • ტრენინგი ჩატარდა თემაზე  სოფლის მეურნეობის სექტორში წერტილოვანი ირიგაციის დროს წყლის რაციონალურად გამოყენება. ტრენინგში მონაწილეობას 23 ადამიანი იღებდა.
  • 7-11 ოქტომბერს, აზერბაიჯანსა და საქართველოში, ჩატარდა ტრენინგი მდინარის ეკოლოგიაზე. ტრენინგს 16 ადამიანი ესწრებოდა  აზერბაიჯანიდან, ხოლო საქართველოდან - 9 მონაწილე.
  • აზერბაიჯანსა და საქართველოში მდინარის გარემოსდაცვით ხარჯზე შუალედური ვორქშოფი ჩატარდა
  • 9 ოქტომბერს აზერბაიჯაში H2Otel სასტუმროებში წყლის რაციონალურად გამოყენებაზე ტრენინგი ჩატარდა. მას 20 ადამიანი ესწრებოდა სხვადასხვა სასტუმროდან და 12-მა მედია-საშუალებამ გააშუქა, მათ შორის, 11 ადგილობრივი იყო, ხოლო ერთი - საერთაშორისო
  • 14-18 ოქტომბერს აზერბაიჯანსა და საქართველოში დაბინძურების შემცირებასა და სუფთა პროდუქციის წარმოებაზე ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგს 16 მონაწილე ჰყავდა აზერბაიჯანიდან, ხოლო 15 - საქართველოდან 
  • რეგიონებში მოგზაურებებიც დაიგეგმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, რათა ყველაზე დაბინძურებული ადგილების დასუფთავების გეგმები შემდგარიყო
  • საათლსა და ჰაჯიქაბულში ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ქალები და წყალი,” რომელიც აზერბაიჯანის ოჯახის დაგეგმვის, ქალებსა და ბავშვებზე ზრუნვის კომიტეტის თანამონაწილეობით ჩატარდა 
  • 24-25 ოქტომბერს ტრენინგი წყლის მენეჯმენტის დროს GIS ტექნოლოგიის გამოყენებას მიეძღვნა. ამ ტრენინგში 12 ადამიანი იღებდა მონაწილეობას
  • პროექტი  UNDP-GEF მტკვარი II პროექტი ავსტრალიაში, საერთაშორისო მდინარეების სიმპოზიუმზე, წარსდგა, ორი პანელის ფარგლებში, როგორც საუკეთესო პრაქტიკის დამნერგავი პროექტი
  • ლექციები ჩატარდა გარემოსდაცვით მეცნიერებების კურსებზე ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; კურსს 101 სტუდენტი ესწრებოდა 
  • დასრულდა საქართველოში, კერძოდ კი წალკაში, წვეთოვანი საირიგაციო სისტემის დამონტაჟება, რომელიც ნაწილი იყო პროექტისა წყლის რაციონალური მოხმარება სოფლის მეურნეობის სფეროში 
  • კახეთში ადგილობრივი ტური დაიგეგმა იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად კარგად მუშაობს წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რომელიც ნაწილია პროექტისა წყლის რაციონალური გამოყენება სოფლის მეურნეობის სფეროშიალაზანი-იორის მიწისქვეშა წყლის ონლაინ მონიტორინგ სისტემის ტექნიკური შეთავაზების საბოლოო ვერსიის განხილვა და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრქტის გაფორმება
  • ტრანსასაზღვრო მიწისქვეშა წყლის მონიტორინგზე რეგიონული ტრენინგის ჩატარება, მიწისქვეშა წყლების რესურსების შეფასების საერთაშორისო ცენტრთან ერთად (International Groundwater Resources Assessment Center (IGRAC)), რომელიც 30-31 ოქტომბერს ბაქოში ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებდა 8 სპეციალისტი აზერბაიჯანიდან და 3 უმცროსი ექსპერტი საქართველოდან 
  • 1 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგების მეორე ბლოკი თემაზე “წყლის კანონმდებლობის აღსრულება” აზერბაიჯანსა და საქართველოში.  ტრენინგს აზერბაიჯანიდან 12 მონაწილე შეურთდა, ხოლო საქართველოდან - 8. 
  • განახლდა პროექტის ვებ-გვერდი (http://www.kura-river.org)   IW:LEARN-სა და GRID Arendal-თან ერთად 
  • 3 სტატია გამოქვეყნდა რეგიონულ ახალი ამბების სააგენტო sputnik.az-ზე. თემები შემდეგია:  H2otel  და წყლის დაზოგვა, ინტერვიუები გუნდის წევრებთან. 

 
2019 ნოემბრის გეგმები:

  • 6-8 ნოემბერს ქალაათლში, აზერბაიჯანაში პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის შემხვედრა ჩატარდება
  • 2019 წლის 13 ნოემბერს კახეთში სოფლის მეურნეობის სექტორში წყლის რაციონალურ გამოყენებაზე სადემონსტრაციო პროექტის გახსნა 
  • მასწავლებლების ტრენინგი ჩატარდება გორში, მუნიციპალურ სექტორში წყლის რაციონალურ გამოყენებაზე, კამპანიის ფარგლებში “წყალი ყველასთვის”; ტრენინგში მონაწილეობას 30 მასწავლებელი მიიღებს
  • 14-19 ნოემბერს აზერბაიჯანში წყლის მენეჯერებთან ტრენინგი ჩატარდება GIS ტექნოლოგიების გამოყენებაზე წყლის მართვის სფეროში, საქართველოში კი იმავე ტრენინგის მეორე ბლოკი ჩატარდება
  • აზერბაიჯანსა და საქართველოში წყლის ეკოლოგიურ ხარჯზე მონიტორინგის კამპანია ჩატარდება
  • ფერმერებს წვეთოვანი ირიაციის მეთოდის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდებათ
  • გაცნობითი შეხვედრა მდინარის აღდგენის პროექტის ფარგლებში, შედგება აზერბაიჯანში, ჰაჯიქაბულის ხელოვნური ჭაობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით
  • აზერბაიჯანსა და საქართველოში ყველაზე დიდ დამაბუნძურებლებს გარემოსდაცვითი აუდიტი ჩაუტარდებათ
  • 29 ნოემბერს, აზერბაიჯანის ტურიზმის სამიტში მონაწილეობა იგეგმება
  • 25-29 ნოემბერს აზერბაიჯანსა და საქართველოში მდინარის ჰიდროლოგიურ მოდელირებაზე ტრენინგების მესამე ბლოკის ჩატარება