UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

მთავარი ტექნიკური მრჩევლის ყოველთვიური შეტყობინება აგვისტო – სექტემბერი 2020

2020 წლის აგვისტოში

  • გამოიცა კომიქსების წიგნის მეორე გამოშვება
  • გაიმართა შეხვედრა ქართულ კომპანია „Mindworks“– თან, „მტკვრის სკივრზე“ დაფუძნებული ონლაინ საგანმანათლებლო მასალების შემუშავების მიზნით, ორივე ქვეყნისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის.
  • დასრულდა ანგარიშის პროექტი საერთაშორისო გამოცდილების, დიფერენცირებული ტარიფის, წყლის მენეჯმენტში გამოყენების შესახებ
  • აზერბაიჯანში, კახ-ბელაქანის რეგიონში ჩატარდა შეფასების საველე მისია მიწისქვეშა წყლის მონიტორინგის სადგურების დამონტაჟების მიზნით
  • დასრულდა მე-10 კამპანია გარემოსდაცვითი ხარჯის შესახებ მდინარე მტკვრის აუზში აზერბაიჯანსა და საქართველოში
  • პროექტმა ხელი შეუწყო აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  გეოსაინფორმაციო (GIS) მონაცემთა ბაზის განახლებაში და ტრენინგი ჩაატარა პერსონალისათვის მონაცემთა ბაზის გამოყენების მიზნით
  • დასრულდა კონსტრუირებული ჭაობის შევსება ხრეშითა და ქვებით ჰაჯიგაბულში, აზერბაიჯანში და განხორციელდა საველე ვიზიტი ჩატარებული სამუშაოების შეფასების მიზნით
  • კრწანისის პარკში დასრულდა საკაბელო ქსელის გაყვანა რომელიც მზის პანელების სისტემიდან მოამარაგებს მიმღებ სატუმბ სადგურს ელექტროენერგიით
  • დამატებითი საშუალებები იქნა უზრუნველყოფილი ჰიდრო გმირების მობილური აპლიკაცია
  • დასრულდა ანგარიში საგზაო რუქაზე აზერბაიჯანში წყლის მართვის დიფერენცირებული ტარიფის განხორციელების მიზნით
  • დასრულდა ანგარიში საერთაშორისო გამოცდილების, დიფერენცირებული ტარიფის, წყლის მენეჯმენტში გამოყენების შესახებ
  • მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად მომზადდა COVID19-ით გამოწვეული მიზეზების გამო პროექტის გაგრძელების გეგმა ბიუჯეტის გაზრდის გარეშე
  • დასრულდა სოციალური მარკეტინგის კამპანია, რომლის მიხედვითაც მასალები  დაურიგდათ სამინისტროების ეროვნულ წარმომადგენლებს
  • შეხვედრა გაიმართა  EUWI + , SEIS და აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან აზერბაიჯანის წყლის მართვის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით.

2020 წლის სექტემბერში

  • პროექტი წარმოადგენს საერთაშორისო გამოცდილების, დიფერენცირებული ტარიფის, წყლის მენეჯმენტში გამოყენების შესახებ ანგარიშისა და აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წყლის მართვის დიფერენცირებული ტარიფის განხორციელების შესახებ საგზაო რუქაზე მოხსენების თარგმანს. 
  • შეხვედრები გაიმართება ქართულ კომპანია „Mindworks“-თან, „მტკვრის სკივრზე“ დაფუძნებული ონლაინ საგანმანათლებლო მასალების შემუშავების მიზნით, ორივე ქვეყნისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო ვიდეო კლიპების დამტკიცების მიზნით.
  • ჩატარდება ჰიდრო გმირების აპლიკაციის ტესტირება
  • აზერბაიჯანში დასრულდება შესყიდვები  აკვაპონიკის სისტემის შეძენისა და ინსტალირებისთვის, რისი გადადებაც მოხდა კვალიფიციური პრეტენდენტების არარსებობის გამო
  • დასრულდება შესყიდვები კრწანისის პარკისთვის სატუმბი სადგურისა და მიწისქვეშა წყლების მიმღები გალერეისთვის, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მაღალ ხარისხს პარკში არსებული თევზის მეურნეობისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით შეგროვდება შეთავაზებები, რომელთა გადადებაც მოხდა კვალიფიციური პრეტენდენტების არარსებობის გამო.
  • გლობალურ გარემოსდაცვით ფონდს წარედგინება COVID19-ით გამოწვეული მიზეზების გამო პროექტის გაგრძელების გეგმა ბიუჯეტის გაზრდის გარეშე მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად
  • საკონსულტაციო შეხვედრა გამართა კრწანისის პარკში საპროექტო სამუშაოების წარმოსადგენად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.
  • 10 სექტემბერს გაიმართა მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის შეფასების რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
  • 28 სექტემბერს გაიმართრება წყლის ხარისხის საერთო მაჩვენებლების  რეგიონალური სამუშაო ჯგუფის საბოლოო შეხვედრა
  • 23 სექტემბერს საქართველოში გაიმართება ფინალური სემინარი დაბინძურების შემცირების გეგმის ტეკნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესახებ, რასაც დაესწრება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კვლევაში ჩართული კომპანიის მსგავსი კომპანიები და პოტენიცური დამფინანსებლები/დონორები
  • 25 სექტემბერს აზერბაიჯანში გაიმართება ფინალური სემინარი დაბინძურების შემცირების გეგმის ტეკნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესახებ, რასაც დაესწრება აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, კვლევაში ჩართული კომპანიის მსგავსი კომპანიები და პოტენიცური დამფინანსებლები/დონორები
  • 14 სექტემბრს საქართველოში და  15 სექტემბრს აზერბაიჯანში ჩატარდა გარემოსდაცვითი ხარჯის შესახებ შეხვედრები ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტებთან
  • სამინისტროების ეროვნული წარმომადგენლების მიერ დასრულდება კომიქსების წიგნებისა და სოციალური მარკეტინგის კამპანიის დამტკიცება
  • აქტიურად გაგრძელდება სოციალურ ქსელებში ცნობიერების ამაღლების კამპანია.