ბატონი ბიჭიკოს ხახვის მოსავალი

თავიდან ბატონი ბიჭიკოს მინდვრის ნიადაგი გამომშრალი იყო. წყალი ძუნწად მიწანწკარებდა მინდვრის გვერდით და მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებდა მოწყურებული მცენარის ფესვებს. ბატონი ბიჭიკოს ხახვის მინდორი საქართველოში, კერძოდ კი რუისში, მდინარე მტკვრის აუზში, მდებარეობს.
2019 წელს, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და UNDP- GEF მტკვარი II პროექტის დახმარებით, ბატონი ბიჭიკოს ხახვის მინდვრის ნიადაგი წვეთოვანი სისტემით მორწყეს, რაც ტრადიციული მორწყვის მეთოდისგან განსხვავდება. ტრადიციული მორწყვა ნიადაგის მთლიანად დასველებას გულისხმობს და ამ პროცესში ბევრი წყალი უმიზნოდ იხარჯება.