UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

16-18 ოქტომბერს პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრა საქართველოში

16-18 ოქტომბერს მტკვარი II პროექტის რეგიონული სამუშაო ჯგუფი კაჭრეთში შეხვდა. ამ შეხვედრის ფარგლებში აზერბაიჯანსა და საქართველოში მომუშავე წყლის სფეროს ექსპერტებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრება არსებულ გამოწვევებსა და მდინარე მტკვრის აუზში წყლის რესურსების მართვაზე.

ამ შეხვედრის საერთო მიზანი იყო შემდეგი: 

- წყლის სექტორში მიმდინარე სიახლეების გაზიარება ბოლო შეხვედრიდან, რომელიც 2018 წლის ზამთარში შედგა ღაბალაში, აზერბაიჯანში

- ორივე ქვეყნის ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი სტატუსი და დროში გაწერილი გეგმები

- 2014 წელს, სამინისტროების დონეზე შეთანხმებული მტკვრის აუზის მართვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმების გადახედვა და მომავალი ნაბიჯების დაგეგმვა