წყლის რესურსების ინტეგრირებული გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ტრენინგი არასამთავრობო სექტორისთვის

ტრენინგს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების: “მწვანე ალტერნატივას,” “ეკოვიზიის,” WWF-ის, “მწვანეთა მოძრაობისა” და CENN-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებიც დაესწრნენ.
ამ ტრენინგის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება სუფთა წყლის რესურსებზე და მიზნად ისახავდა მონაწილეების გაძლიერებას ამ მიმართულებით. ტრენინგის ბოლოს დისკუსია გაიმართა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში წყლის შესახებ თანამედროვე გამოწვევებს ეხებოდა.