UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

პროქტის ეროვნული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

2019 წლის 16 სექტემბერს UNDP-GEF მტკვარი II პროექტის საკონსულტაციო ჯგუფს მე-6 შეხვედრა ჰქონდა.

პროექტის საკონსულტაციო ჯგუფს მმართველი კომიტეტის მოსაზრებები და შუალედური ანგარიში გააცნეს.  მათ ასევე განიხილეს მომავალი რეგიონული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განიხილება წყლის ხარისხის საერთო ინდიკატორები ორ ქვეყანას შორის და წყლის რაოდენობის მენეჯმენტის გეგმები.  შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საგანგებო სიტუაციის სამინისტროს, პარლამენტის, სააქციო საზოგადოება “აზერსუს,” სააქციო საზოგადოება მელიორაციის კომპანიის, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროექტ IDEA-სა და  EUWI+-ს წარმომადგენლები. 


საკონსულტაციო ჯგუფს პროექტის ტრენინგის გეგმა და კომუნიკაციის სტრატეგიაც წარედგინა. პრეზენტაციის შემდეგ საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს პროექტის მდგრადობა მისი დასრულების შემდეგ.