UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

საკოორდინაციო შეხვედრა საერთაშორისო დონორების დაფინანსებული წყლის პროექტების იმპლემენტაციის შესახებ აზერბაიჯანში

2017 წლის 23 ნოემბერს ბაქოში, UNDP-GEF მდინარე მტკვარი II პრექტის ოფისში საკოორდინაციო შეხვედრა შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ENI SEIS-II პროექტის, პროექტი ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსისა და მტკვრის პროექტის გუნდი.

ამ საკოორდინაციო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მონაწილეების ინფორმირება ყველა მიმდინარე პროექტზე, მათ შორის: UNDP-GEF მდინარე მტკვარი II პროექტზე,  ENI SEIS-II პროექტსა და პროექტ ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსზე, რათა თავიდან იყოს აცილებულ თემების გადაფარვა და სადაც შესაძლებელია, პროექტების კომპონენტები გაერთიანდეს. 
შეხვედრას უძღვებოდა რაშად ალაჰვერდიევი,  მტკვარი II პროექტს ეროვნული საკონტაქტო პირი აზერბაიჯანში, რომელიც მონაწილეებს მიესალმა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხრიდანაც და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინაცია წყლის რესურსებსა და სანიტარიაზე მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით; ასევე სინერგია და ძალთა გაერთიანება იმ პროექტებს შორის, რომლებიც უკვე მიმდინარეობს და რომლებიც ფინანსდება ევროკავშირისა და UNDP-GEF-ს მიერ.  

მერი მეთიუსმა,  UNDP-GEF მტკვარი II პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა, დამსწრეებს გააცნო პროექტის იდეა და მიზნები.
ნიჰატ ზალმა, პროექტ  ENE SEIS-II-ს მენეჯერმა, დამსწრეებს უთხრა, რომ ეს შეხვედრა ნაწილი იყო ევროკავშირის რეგიონული თანამშრომლობისა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც და ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს დახმარებით, ამჟამად SEIS პროექტის მეორე ფაზა მიმდინარეობს, რომელიც 2016 წელს დაიწყო.  პროექტი ფარავს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ექვს ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) და გაგრძელდება მომავალი 4 წლის  (2017-2020) განმავლობაში. ეს პროექტი დაეხმარება ქვეყნებს, წარმატებით შეასრულონ ის ეროვნული და საერთაშორისო მოვალეობები, რაც მათ აიღეს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში და რომლის შესრულებაც აუცილებელია. ეს მოიცავს უკეთეს მენეჯმენტს და გარემოსდაცვითი ინფორმაციის უფრო ეფექტურად გამოყენებას, რათა უკეთ წარიმართოს გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.  


ეროვნულ დონეზე, პროექტს ჰყავს ორი ეროვნული კოორდინატორი, რომლებიც აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნულ ბიუროს წარმოადგენენ.


მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას რეგიონულად შედარებადი წყლის ინდიკატორები, ევროკავშირისა და გაეროს მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლის მიზანი იქნება წყლის ინდიკატორების გამოსწორება წყლის რაოდენობასთან მიმართებით (განახლებადი სუფთა წყლის რესურსები; სუფთა წყლის აბსტრაქცია; წყლის მთლიანი გამოყენების მონაცემი; ერთ სულ მოსახლეზე წყლის მოხმარების მონაცემი; წყლის მარაგი ინდუსტრიაში და მასთან მიერთებული მოსალეობა), და წყლის ხარისხი (გახსნილი ჟანგბადი წყალში და ამონიუმის კონცენტრაცია მდინარეებში; ნუტრიენტები სუფთა წყალში); წყლის პორტალებისა და საინფორმაციო სისტემების არსებობა ეროვნულ დონეზე, მათ შორის, ტრენინგები ონლაინ ინფორმაციის მენეჯმენტზე (მონაცემების მომზადება, მონაცემების შეგროვება, კითხვა-პასუხები წყალზე და ასე შემდეგ) და წყლის ხარისხის შემოწმების პროცესები. 


ტატიანა ეფემოვამ, პროექტის მენეჯერმა, წარმოადგინა წყლის მენეჯმენტის სფეროში კოოპერაციისა და ეროვნული გამოწვევების თვალსაზრისით გამოსავლის ძიების თვალსაზრისით; მისი გამოსვლა ასევე მოიცავდა ტრანსასაზღვრო მდინარეების მენეჯმენტს, რომელიც ეხება ევროკავშირისა და  EUWI+ პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. მან აღნიშნა, რომ პროექტის დაწყების დროს, შესაძლებლობების შეფასება მოხდა, რის საფუძველზეც შემუშავდა კონკრეტული საკითხები და ტრენინგების გეგმები.