2018 წლის 11 სექტემბერს ბაქოში პროექტის ეროვნული საკონსულტაციო ჯგუფი შეხვდა

2018 წლის 11 სექტემბერს მტკვარი II პროექტის ეროვნული საკონსულტაციო ჯგუფი მესამედ შეხვდა ბაქოში. განხილვის მთავარი თემები იყო ორი საერთაშორისო და ხუთი ეროვნული სამუშაო ჯგუფის შემქნა, მათი გეგმებისა და მოსალოდნელი შესასრულებელი საქმიანობების განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს, აზერბაიჯანის პარლამენტის, სააქციო საზოგადეობა მელიორაციისა და წყლის ეკონომიკის კომპანიის, სააქციო საზოგადეობა აზერსუს, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროექტ IDEA-ს, პროექტ EUWI+ და ევროკავშირის დაწყვილების პროექტის წარმომადგენლები. დისკუსია შეეხებოდა აზერბაიჯანში წყლის სექტორში მიმდინარე ცვლილებებს; ასევე ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტებს აზერბაიჯანში, რომლებიც გარემოს საკითხებს ეხება.