UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

2018 წლის 21 დეკემბერს მინისტრი ბაბაევი აზერბაიჯანში ხელოვნური ჭაობის ასაშენებელ ადგილს ესტუმრა

აზერბაიჯანის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ბატონო მუხტარ ბაბაევი UNDP GEF მტკვარი II პროექტის მდინარის აუზზე სტრესის შემცირების პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთ ადგილს - ჰაჯიქაბულის ტბას ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ეროვნული კოორდინატორი ელჩინ მამადოვი და პროექტის რეგიონული ანალიტიკოსი ჰაჯარ ჰუსეინოვა მინისტრს შეხვდნენ და პროექტის შესახებ მოკლედ მოახსენეს.  შეხვედრაზე ითქვა, რომ მოსახლეობის კანალიზაციის სითხე გაიფილტრება ახალი დანადგარით, რომელიც სწორედ ამ პროექტის ფარგლებში აშენდება. ხელოვნური ჭაობი ბიოლოგიური ფილტრის როლს შეასრულებს, რომელიც ორგანულად გაწმენდს კალანიზაციასა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო წყალს. მსგავსი ბიოლოგიური ფილტრი აზერბაიჯანში პირველად მტკვარი II პროექტის ფარგლებში აშენდება. ადგილს, მინისტრ ბაბაევის გარდა, მისი ორი მოადგილე: ფირდოვსი ალიევი, რაუფ ჰაჯიევი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ელჩინ მამადოვმა აღნიშნა, რომ  ეს ადგილი, პროექტის გუნდთან ერთად, სამინისტროს ჩართულობით აირჩა შირვანში. 


ბაბაევმა ამ მოწყობილობის მუშაობის ტექნიკური დეტალები იკითხა.  თავიდან წყალს მყარი ნაწილაკები მოსცილდება; პროცესი მოიცავს წყლის გაწმენდის მექანიკურ და ბიოლოგიურ ნაწილს და მთელი ინფრასტრუქტურა ბოლოს აშენდება. ტბის ლერწმის ბუჩქები წყლის გამწმენდის როლს შეასრულებენ.  


ხელოვნური ჭაობის კონსტრუქციის დიზაინის პირველ ვერსიას მტკვარი II პროექტის გუნდი, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, შექმნის და სამინისტროსაც გაუზიარებს.  კონსტრუქციის ასაშენებლად ადგილობრივ კომპანიას დაიქირავებენ.  
მინისტრმა ბაბაევმა კმაყოფილება გამოთქვა ამ პროექტით და მთელ გუნდს წარმატებები უსურვა.