2019 წლის 16 მარტს მერი მეთიუსი, პროექტის უფროსი ტექნიკური მრჩეველი და კოორდინატორი, ბაქოს ADA-ს უნივერსიტეტში სტუდენტებს ესაუბრა

მერიმ მეთიუსი, დოქტორ ჯეფრი ზახსის პრეზენტაციის შემდეგ, ესაუბრა სტუდენტებს მდგრად განვითარებაზე, მსოფლიოში სუფთა წყლის მდგომარეობაზე, მთავარ გამოწვევებსა და წყლის რესურსების მდგრად მართვაზე.
დოქტორ მეთიუსს გარემოსდაცვითი შეფასებისა და მენეჯმენტის 18-წლიანი გამოცდილება აქვს. ლექციის დამსწრეებს მიეცათ საშუალება მეტ დეტალებს გასცნობოდნენ წყლის კონსერვაციასა და წყლის ინტეგრირებულ მართვაზე.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს.