2019 წლის 27 მარტსა და 23 აპრილს აზერბაიჯანში, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, UNDP-GEF მტკვარი II პროექტის უმცროსმა ექსპერტებმა, აიზელ ქამილიმ და აჰმადია სარქაროვმა, ჰიდროლოგიისა და ბიოლოგიის პროგრამის ფარგლებში ლექციები ჩაატარეს

აიზელი და აჰმადია ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ისინი პროექტის უმცროსი ექსპერტები პროექტის წინა ფაზაში გახდნენ.
ამ ერთთვიან სასწავლო პროგრამამდე, აიზელმა და აჰმადიამ ტრენერთა ტრენინგი გაიარეს, რომელიც პროექტის ჩართული მხარეების ექსპერტ-მენეჯერმა, დოქტორ ჟანინ მიტჩელმა და პროექტის რეგიონულმა ანალიტიკოსმა ჰაჯარ ჰუსეინოვამ ჩაატარეს. აჰმადიასა და აიზელს ასწავლეს წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
23 აპრილს აჰმადიამ და აიზელმა სასწავლო პროგრამა წარმატებით დაასრულეს.