UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

2019 წლის 5 აპრილს, ბაქოში, პროექტის 3.1 კომპონენტმა, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში წყლის რაციონალურ გამოყენებას ეხება, სტარტი აიღო

ამ სადემონსტრაციო პროექტის მიზანი იყო ორივე ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროში წყლის ეფექტური მოხმარების ტექნოლოგიების შემუშავება, პოპულარიზება და ფარტო მასებში გაყვანა.

პროექტი აზერბაიჯანში, ჯაფარხანის სოფელ საათლიში დაიწყება. პროექტის ფარგლებში, ბამბისა და ხილის ხეები დაირგვება.  ორივე კულტურა ორ ნაკვეთად დაიყოფა; ერთი ნაკვეთი ტრადიციული გზით მოირწყვება, ხოლო მეორე - წვეთოვანი ირიგაციის სისტემის საშუალებით.  ორივე ნაკვეთის ნაყოფიერების შესახებ მონაცემები შეფასდება პროექტის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ.


ადგილობრივმა ფერმერებმა უკვე დაიწყეს ადგილების გასუფთავება საირიგაციო არხებისთვის და მიწის ნაკვეთები მოამზადეს. ამ შეხვედრის ფარგლებში, ფერმის წარმომადგენელმა ეს გეგმა პროექტის გუნდსა და ეროვნულ პასუხისმგებელ პირს, აინურ ალიევას გააცნო.