მდინარის აღდგენის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა აზერბაიჯანში

შეხვედრა მთვარმა ტექნიკურმა მრჩეველმა და პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა, მერი მეთიუსმა, გახსნა, რომელმაც მოკლედ ისაუბრა შეხვედრის მთავარ მიზნებზე.
შემდეგი საკითხების განხილვა მოხდა ამ შეხვედრაზე:
- მდინარის ეკოლოგიასა და აღდგენაზე საერთაშორისო კონსულტანტმა ისაუბრა;
- აზერბაიჯანში მდინარის აღდგენისთვის საჭირო ადგილები განიხილეს, რომელიც შეთავაზებული იქნა სამუშაო ჯგუფის მხრიდან;
- ადგილზე ვიზიტის შედეგად, მდინარე მტკვრის აუზის კონკრეტულ ლოკაციების აღდგენის პროექტზე გამოთქმულ იქნა მოსაზრებები;
- მოკლე ინფორმაცია გაიცა ადგილზე ვიზიტების შესახებ, რომელიც მდინარის აღდგენის საჭირო ადგილების მოძიებას შეეხება;
- საბოლოო რეკომენდაციები შეხვედრაზე გაიცა მდინარე მტკვრის აუზში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აღსადგენი ადგილების შერჩევის თვალსაზრისით.
შეხვედრის დროს ილაპარაკეს მდინარე მტკვრის აუზის აზერბაიჯანის ნაწილის გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ გამოწვევებზე, ბუნებრივ მდგომარეობასთან მიყვანისა და აღდგენის აუცილებლობაზე, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე, რეკრეაციაზე, წყალდიდობის მენეჯმენზე და ლანდშაფტის განვითარებაზე.
ამ შეხვედრის შემდეგ მთავარი რეკომენდაცია იყო ველზე გასვლის ორგანიზება, აღდგენისთვის შესაფერისი ადგილის არჩევა, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვაა მდინარის ეკოსისტემაზე და საჭიროა სტრატეგიის შემუშავება ამ ადგილების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის. რეაბილიტაციისთვის მოხდა შემდეგი ლოკაციების განხილვა:
- ჰაჯიქაბულის ტბა შირვანში და მისი შემოგარენი;
- ქალაქი საბირაბადი (მდინარე მტკვრისა და არაქსის შესართავთან);
- შამქირჩეის წყლის რეზერვუარი მდინარე შამქირჩეის ქვედა წელში, შამქირის რეგიონი;
- ვარვარის წყლის რეზერვუარი/წყალსაცავი, მისი ქვედა წელი და თევსზაშენი, რომელიც აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკუთვნის
- მდინარე ალიჯანჩეი იგუზის რეგიონში
- მდინარე ზაიამჩეი ქალაქ ტოვუზში.