UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

ტრენინგი თემაზე “წყალი და ქალები” ჰაჯიქაბულში

UNDP-GEF მტკვარი II პროექტის ფარგლებში, 14 ოქტომბერს ტრენინგი ჩატარდა, რომელიც ქალებისა და წყლის თემას ეხებოდა. ტრენინგი აზერბაიჯანში ოჯახის დაგეგმვის, ქალებსა და ბავშვებზე ზრუნვის კომიტეტთან ერთად ჩატარდა.

ტრენინგის დამსწრეებს გააცნეს წყლის მნიშვნელობა და მისი კონსერვაციის პრინციპები; წყლის როლი ქალების ყოველდღიურობაში, ასევე ადრეული ქორწინება და მისი გავლენა გოგონების ცხოვრებაზე, რომელიც სახეზეა მთელი რეგიონის მასშტაბით. ამ შეხვედრის ფარგლებში ქალებმა სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობასა და გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს.  ტრენინგი კითხვა-პასუხის სესიით დამთავრდა.