წყლის რესურსებისა და მოთხოვნა-მიწოდების მენეჯმენტის საკონსულტაციო შეხვედრა აზერბაიჯანში

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების, ჰიდრომეტდეპარტამენტის, გარემოსდაცვითი მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს, აზერბაიჯანის პარლამენტის, სააქციო საზოგადეობა მელიორაციისა და წყლის ეკონომიკის კომპანიის, სააქციო საზოგადეობა აზერსუს, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროექტ IDEA-ს, პროექტ EUWI+ და ევროკავშირის დაწყვილების პროექტის წარმომადგენლები. დისკუსია შეეხებოდა აზერბაიჯანში წყლის სექტორში მიმდინარე ცვლილებებს; ასევე ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტებს აზერბაიჯანში, რომლებიც გარემოს საკითხებს ეხება.
შეხვედრას უძღოდა ჰუბერტ ლორი, რომელმაც პრეზენტაცია წარადგინა სხვადასხვა სექტორში წყლის მდგრადი მართვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებით. ლორი წყლის მარაგებისა და მოთხოვნის მენეჯმენტის სპეციალისტია.
ეროვნულმა ექსპერტებმა დეტალური ინფორმაცია წარადგინეს წყლის მართვის საკანონმდებლო, მარეგულირებელ, ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, არსებული წყლის მონიტორინგის ქსელებსა და მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის სფეროში წყლის გონივრულ გამოყენებაზე.
შეხვედრაზე გაცემული რეკომენდაციის თანახმად, კარგი იქნებოდა, შეიქმნას გზამკვლევი, რომელიც წყლის რაციონალურ გამოყენებას შეეხება და რომელიც მოიცავს მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს, მათ შორის:
- წყლის რესურსების სრულყოფილი აღწერა, როგორც საბაზისო საჭიროება მომავლის დასაგეგმად
- მიზეზ-შედეგობრივი სისტემის შექმნა, რომლის იდეა ტრანსასაზღვრო დიაგნოსტიკური ანალიზის [Transboundary Diagnostic Analysis (TDA)] ჩატარების პროცეში შეიქმნა
- მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის სფეროში წყლის დანაკარგების ჰიდროლოგიური და ეკონომიკური შეფასება
- მიწისქვეშა წყლების შეფასების მიზნით, მიწისქვეშა წყლების სახელმძღვანელოს შექმნა
- გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების [GIS] წარდგენა
- სტანდარტის ჩამოყალიბება მონაცემების გაცვლისთვის
- მოდელირების ნიმუშის წარდგენა