აზერბაიჯანში წყლის გაჟონვის შესახებ პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

ამ მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია, რომელიც IDEA Public Union-მა შექმნა, UNDP-GEF მტკვარი II პროექტის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ასევე კომპანია Asersu-ს მონაწილეობითა და მხარდაჭერით აწარმოეს, დედამიწის დღეს დაემთხვა.
უნდა ითქვას, რომ ამ მობილური აპლიკაციის შექმნის ინიციატივა მიზნად ისახავს მოსახლეობის მობილიზებას წყლის დანახარჯების ცვლილებასთან დაკავშირებით და რომელიც წამოაყენა ლეილა ალიევამ, რომელიც ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტის მოადგილეა. აპლიკაციის შექმნის იდეა 2018 წლის 5 ივნისს ჩაისახა, მოგვიანებით კი IDEA-სა და UNDP-GEF მტკვარი II პროექტის გუნდის წევრებმა ძალები გააერთიანეს და შექმნეს ის.
ცნობილია, რომ მუნიციპალურ ქსელში, წყლის გადანაწილების დროს, ძვირფასი რესურსის 20-70% იკარგება. ეს ნიშნავს, რომ უკვე გაფილტრული და სასმელად ვარგისი წყალი ჟონავს და იქამდე იკარგება, სანამ მომხმარებლამდე მიაღწევს, ეს კი უფრო და უფრო ზრდის მოთხოვნას მტკნარ წყალზე, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი გლობალური დათბობისა და მოსახლეობის ზრდის გამო, ასევე წყლის გაწმენდის ეკონომიკური გაძვირებისა და წყლის ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო.
აზერბაიჯანის მოქალაქეებს ამ აპლიკაციის საშუალებით შეტყობინებისა და ფოტოს გაგზავნა შეუძლიათ შესაბამის სახელმწიფო უწყებაში, წყლის გაჟონვის ადგილის შესახებ. შესაბამისი რეაგირების შემდეგ კი გაჟონვის პროცესი აღმოიფხვრება და წყლის დანაკარგიც შემცირდება.
აპლიკაციას ასევე აქვს გასართობი და საგანმანათლებლო ოფციები, რომელიც ეხება წყალსა და წყლის დაზოგვას, მათ შორის, საგანმანათლებლო ტესტებსა და თამაშებს, 360-გრადუსიან ვიდეოს მტკვრის აუზის წყლის რესურსებზე; აპლიკაცია ასევე შეიცავს წყლის მოხმარების მთვლელს და ა.შ.
აპლიკაცია მორგებულია როგორც ანდროიდის სისტემას, ასევე iOS-სს.
აპლიკაცია "წყლის გმირები" აზერბაიჯანის მოქალაქეების მომსახურების სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური ინოვაციების სააგენტოების მხარდაჭერით შეიქმნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხარდაჭერით, AzInTelecom LLC-თან ერთად.