ტრენინგი თემაზე “ქალები და წყალი” საათლიში

UNDP-GEF მტკვარი II პროექტის ფარგლებში, 16 ოქტომბერს ტრენინგი ჩატარდა, რომელიც ქალებისა და წყლის თემას ეხებოდა. ტრენინგი აზერბაიჯანში ოჯახის დაგეგმვის, ქალებსა და ბავშვებზე ზრუნვის კომიტეტთან ერთად ჩატარდა.
ტრენინგს 27 ადამიანი ესწრებოდა. დისკუსიის მთავარი თემები იყო წყალი, მდგრადი განვითარება, წყლის როლი ქალების ყოველდღიურობაში, ასევე ადრეული ქორწინება და მისი გავლენა გოგონების ცხოვრებაზე. ტრენინგის ბოლოს, მცირე ჯგუფური სამუშაო შესრულდა. ამ შეხვედრის ფარგლებში ქალებმა სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობასა და ამ მიმართულებით პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს.