წვეთოვანი ირიგაციის სარწყავი სისტემის გახსნა საათლიში

პროექტი აზერბაიჯანში, ჯაფარხანის სოფელ საათლიში გაიხსნა.
პროექტის საერთო ფართობი 3.5 ჰექტარია. 2.5 ჰექტარზე ბამბა დაითესება და მოირწყვება, ხოლო 1 ჰექტარზე - ხილის ხეები. ორივე ფართობის ნახევარს ტრადიციული გზებით მორწყავენ, ხოლო ნახევარს - დემო პროექტის ფარგლებში დადგმული წვეთოვანი საირიგაციო სისტემით. მომავალში კი ორივე ნაკვეთის შედეგს შეადარებენ ერთმანეთს. ამ პროექტის ფარგლებში, მტკვარი II აზერბაიჯანის სააქციო საზოგადოება მელიორაციის კომპანიისა და ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ეთანამშრომლა.