ჩართული მხარეების შეხვედრა შირვანში

UNDP-GEF მტკვარი II პროექტის გუნდმა ცნობიერების ამაღლების შეხვედრა ჩაატარა შირვანში აშენებული ხელოვნური ჭაობის შესახებ.
შეხვედრას ჰაჯიქაბულის ტბის გარშემო მცხოვრები შირვანელები ესწრებდნენ.
მათ ინფორმაცია მიაწოდეს წყლის რესურსებზე, პროექტის საქმიანობასა და ჰაჯიქაბულის ტბასთან აშენებულ ხელოვნურ ჭაობზე.
შეხვედრაში მონაწილეებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც, ძირითადად, საკანალიზაციო სისტემის მართვას ეხებოდა. მტკვარი II პროექტის გუნდის წევრებმა ადგილობრივებს აშენებული ხელოვნური ჭაობის მნიშვნელობა გააცნეს, თვით ამ ტბის არსებობის და ეკოსისტემის სიჯანსაღეში მისი მნიშვნელობის თვალსაზრისითაც.
შეხვედრას დისკუსია მოჰყვა.