UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

მდინარეების გარემოსდაცვითი ხარჯის შესახებ ცნობიერების ამაღლება

2019 წლის 16-17 ნოემბერს, UNDP-GEF მტკვარი II პროექტის მე-6 მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, აზერბაიჯანის მდინარეებზე: შამკირჩეისა და ალიჯანჩეის გარემოსდაცვითი მონადენის შესახებ ცნობიერების ამღლების ტური მოეწყო.

პროექტის ეროვნული ექსპერტები:  გარემოსდაცვითი მონადენის დათვლის ექსპერტი, ჰიდროლოგიური მონიტორინგისა და შეფასებისა და ექსპერტი, ფიზიო-ქიმიური მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტი, აღდგენითი ვეგეტაციის ექსპერტი, სოციო-ეკონომიკური ექსპერტი და პროექტის ეროვნული კოორდინატორი აზერბაიჯანის 6 ლოკაციაში: განჯაში, შამქირში, შექში, ოგუზსა და იევლახში გაემგზავრნენ, რათა თემატური მონაცემები შეეგროვებინათ და არჩეულ ადგილებში, მდინარეებიდან: შამკირჩეიდან და ალიჯანჩეიდან სინჯები აეღოთ. 


ამ შეფასების მიზანი იყო მონაცემების შეგროვება იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს მდინარის ეკოსტისტემაზე მისივე გარემოსდაცვითი მონადენის რაოდენობა.  საბოლოო მიზანი იყო შემოდგომის პერიოდში მდინარეების:  შამკირჩეისა და ალიჯანჩეის სხვადასხვა სეგმენტში საბაზისო ეკოლოგიური სტატუსის დადგენა.  


თითოეულ მდინარეში 8 მონიტორინგის სადგური დამონტაჟდა, რათა მათ ქვედა და ზედა დინებებში გარკვეული პარამეტრები (ტემპერატურა, გახსნილი ჟანგბადი, მჟავიანობა და ა.შ.) დაადგინოს.