ჰაჯიქაბულში აშენებულ ხელოვნურ ჭაობზე ცნობიერების ამაღლება

ხელოვნური ჭაობი შირვანში, ჰაჯიქაბულის ტბის გარშემო მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო წყალს გადაამუშავებს. ამ მოწყობილობას ერთ წამში 3 ლიტრი წყლის გადამუშავება შეუძლია. ხელოვნური ჭაობი ტბის წყლის დაბინძურების ტვირთს შეამცირებს - ისეთივე წესით გაასუფთავებს წყალს, როგორც ეს ბუნებრივად ხდება და ტბის წყლის ხარისხსაც გააუმჯობესებს.
მტკვარი II პროექტის ფარგლებში, ხელოვნური ჭაობის აშენების პროექტი მესამეა კომპონენტია, რომელიც მდინარეების ეკოსისტემების აღდგენასა და მდინარის მონადენი ხარჯის მენეჯმენტს ეხება. ეს მოწყობილობა მოსახლეობის მიერ მოხმარებულ წყალს გადაამუშავებს და ნარჩენი წყალი ნაკლებად დაბინძურებული ჩავა ტბაში. მანამდე მოსახლეობის მოხმარებული საყოფაცხოვრებო თხევადი ნარჩენი პირდაპირ ტბაში ჩაედინებოდა. ახლა წყალი, შედარებით დამუშავებული იქნება.
აშენებული ხელოვნური ჭაობის შესახებ
ხელოვნური ჭაობები დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ტექნოლოგიაა მუნიციპალური წყლის გადასამუშავებლად, ითვლება თხევადი ნარჩენის გადამუშავების ბუნებრივ გზად და დაფუძნებულია წმენდის ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ - იმავე მეთოდებზე, როგორსაც ბუნებრივი ჭაობის მუშაობის პრინციპი.
ხელოვნური ჭაობის დადებითი მხარეები
- ეფექტურად აშორებს ორგანულ და ბაქტერიულ მინარევებს
- ენერგოეფექტურია
- ურბანულ და ბუნებრივ ლანდშაფტს საუკეთესო ეხამება
- ნარჩენების წმენდის თანამედროვე მეთოდებთან შედარებით, დაბალი ინვესტიციები და შენახვის იაფი გზები აქვს
- არ აქვს სუნი და გარშემო კოღოები არ მრავლდებიან