ჰაჯარ ჰუსეინოვა, მტკვარი II პროექტის რეგიონული ანალიტიკოსი, 2019 წლის 30 მარტს ბაქოს ADA-ს უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე წარსდგა

პრეზენტაციაში ჰუსეინოვა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა წყლის რესურსების გადანაწილება დედამიწაზე, წყლის რესურსებისადმი ხელმისაწვდომობა, გამოწვევები, რომლებიც მათდამი შეზღუდულ ხელმისაწვდომობას უკავშირდება და წყლის მართვის სხვადასხვა გზები და ხერხები.
გარემოსდაცვითი მეცნიერებების კურსი ბაქოს ADA-ს უნივერსიტეტში ბაკალავრებს უტარდებათ. ჰაჯარ ჰუსეინოვას ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები საჯარო ადმინისტრაციის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებიდან.
ლექციას ცხარე დისკუსიები მოჰყვა წყლის რესურსების მართვის სხვადასხვა ასპექტებზე, ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქეების აღზრდა-ჩამოყალიბებაზე.