UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

UNDP-GEF მდინარე მტკვარი II პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრა

ამ შეხვედრას დაესწრნენ აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის, სააქციო საზოგადოება აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყლის ეკონომიკის კომპანიის, სააქციო საზოგადოება აზერსუს და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო  UNDP-GEF მტკვარი პროექტზე მიმდინარე სიახლეების გაზიარება:

  • მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის შეჯამება
  • მდინარეების: შამქირჩეისა და ალიჯანჩეის ხეობებში გასვლა და მდინარეების აღდგენასა და კონსერვაციაზე საპილოტე პროექტებისთვის ადგილების არჩევა 
  • თბილისში წყლის საერთო ინდიკატორებზე შეხვედრა და სამომავლო გეგმების დასახვა
  • რეგიონული ცხელი წერტილების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა
  • ინფორმაციის მოკლე განახლება საერთაშორისო ექსპერტებზე: მათი შესაძლო როლები, ასევე აჰმედ ელსოდის მისიისა და როლის განსაზღვრა
  • ინფორმაციის განახლება ბაქოში გარემოსდაცვითი ექსპერტების წყლის ეკონომიკასა და ლაბორატორიის ხარისხის სპეციალისტების შეხვედრასთან დაკავშირებით
  • გეგმები UNDP-GEF მტკვარი II პროექტის  IWRM აკადემიის ჩატარებაზე იანვარში და 23-24 ნოემბერს აზერბაიჯანში, ბაქოში
  • 2018 წლის იანვარში ბაქოში რეგიონული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრის დეტალების განსაზღვრა. 

მერი მეთიუსის, პროექტის უფროსი ტექნიკური მრჩევლისა და რეგიონული კოორდინატორის თქმით, 2018 წლის იანვრისა და მაისის მდგომარეობით, 12 ტრენინგ ვორქშოფი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და წყლის სექტორში მომუშავე სხვა მხარეები.  ვორქშოფები შემდეგ საკითხებს შეეხება:

  1. დაბინძურების გაფრქვევის შეფასება
  2. EUWFD-ის იმპლემენტაცია
  3. წყლის ეკონომიკა
  4. ლაბორატორიის ოპერირების ISO 17025 სერთიფიკატის განხილვა
  5. IWRM აკადემია მომავალი გადაწყვეტილების მიმღებებისა და სტუდენტების აღზრდა მომავალი 5-10 წლის განმავლობაში

გარდა ამისა, ითქვა, რომ მომავალი შეხვედრები, რომელიც აზერბაიჯანში გაიმართება, მიეძღვნება წყლის რეგიონულ ინდიკატორებს, მიწისქვეშა წყლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დაბუნძურების შემცირების გეგმებსა და ეკოლოგიურად ცხელი წერტილების შესახებ ანგარიშებს.