კახეთში საირიგაციო არხის გახსნის ცერემონიალი

არხის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, UNDP-ს საქართველოში მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ზაუტაშვილი და შპს “მწვანე გამოსავლის” დირექტორი რომან ჩხენკელი, სხვა ოფიციალური წარმომადგენლები და ადგლობრივი ფერმერები ესწრებოდნენ. სტუმრები საირიგაციო სისტემის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ, რომელიც მტკვარი II პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა. სტუმრებმა სოფლის მეურნეობის სფეროში წყლის დაზოგვის ტექნოლიგიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.