UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

მდინარის აღდგენაზე მეორე საკონსულტაციო შეხვედრა | 2017 წლის 17 ნოემბერი

მდინარის აღდგენაზე საკონსულტაციო შეხვედრა შედგა UNDP/GEF მტკვარი II პროექტის ტრენინგ ცენტრში, თბილისში

შეხვედრის მიზანი, რომელსაც მერი მეთიუსი, პროექტის ტექნიკური მრჩეველი და რეგიონული კოორდინატორი და აჰმედ ა. ელსოდი, პროექტის უფროსი ექსპერტი, ხელმძღვანელობდნენ, შეეხებოდა მდინარის აუზის აღდგენისთვის საქართველოში ყველაზე შესაფერისი ადგილების არჩევას, რომელიც მდინარის აღდგენაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციებით უნდა მოხდეს. 

პრეზენტაციები შეეხებოდა მსოფლიოს მასშტაბით მდინარეების აღდგენის საუკეთესო პრაქტიკებსა და დაგეგმვის პროცესს, სხვადასხვა შესაფერისი ადგილების განხილვას და საჭირო ლოკაციებისა და მეთოდების მიყოლას ამ მიმართულებით. შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ მდინარის აღდგენისთვის შესაფერის ადგილებს ადგილზე მოინახულებდნენ.


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმოამდგენლები, გარემოს ეროვნული სააგენტო, წყლის კომპანიები, მტკვარი II გუნდის წევრები და ექსპერტები, რომლებმაც გადახედეს რა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, რეკომენდაციაც გაუწიეს საუკეთესო სტრატეგიებსა და მიდგომებს მდინარის აუზის აღდგენის მიმართულებით.