მუნიციპალურ და საირიგაციო სისტემაში წყლის რაციონალური გამოყენება | 2017 წლის 30 ნოემბერი

მას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, მუნიციპალური წყლის მომარაგების სექტორის, სოფლის მეურნეობის სფეროში წყლის გამოყენების სფეროს წარმომადგენლები, უნივერსიტეტები, ჰიდროენერგიის სექტორი, პროექტის გუნდის წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.
შეხვედრას პროექტის ტექნიკური მრჩეველი და რეგიონული კოორდინატორი მერი მეთიუსი ხელმძღვანელობდა. ეროვნულ ექსპერტებთან ერთად, სპეციალისტებმა ისაუბრეს წყლის მოთხოვნისა და მიწოდების მენეჯმენტზე, ჩართული სექტორების როლსა და რეგიონში წყლის გამოყენების ოპტიმიზაციაზე.
შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს წყლის მოთხოვნისა და მიწოდების მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკასა და მათემატიკურ მოდელირებაზე, სხვადასხვა სექტორში წყლის მენეჯმენტის ეროვნულ ჩარჩოზე, მუნიციპალური წყლის მიწოდების მარაგებზე და სანიტარულ მდგომარეობაზე საქართველოში.