UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

2018 წლის 14 სექტემბერს პროექტის ეროვნული საკონსულტაციო ჯგუფი შეხვდა

2018 წლის 14 სექტემბერს საქართველოში, თბილისის ოფისში, პროექტის ეროვნული საკონსულტაციო ჯგუფი შეხვდა. მთავარი საკითხები შეეხო ორი რეგიონული და ხუთი ეროვნული დონის სამუშაო ჯგუფის შექმნას; განხილულ იქნა მათი სამომავლო მიზნები და ის მოსალოდნელი ამოცანები, რაც მათ უნდა შეასრულონ.

შეხვედრას საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის და EUWI+ პროექტის წარმომადგენლები დაესწრნენ.


პრეზენტაციების შემდეგ, პროექტის უფროსმა ექსპერტმა და საქართველოს ეროვნული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა საქართველოს წყლის კოდექსი და მასთან დაკავშირებული ახალი ამბები განიხილეს. ამასთან ერთად, EUWI+-ს წარმოამდგენელმა, ზურა ჯინჭარაძემ, საკუთარი სიახლეები წარმოადგინა, რაც მან მტკვარი II პროექტის ფარგლებში შეასრულა.