UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

2018 წლის 30 მაისს მდინარის აღდგენის საკონსულტაციო ჯგუფი შეხვდა

2018 წლის 30 მაისს UNDP/GEF მტკვარი II პროექტის ტრენინგების ოფისში მდინარის აღდგენის საკონსულტაციო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის წყლის სექტორის, უნივერსიტეტის მტკვარი II პროექტის გუნდის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრას UNDP/GEF მტკვარი II  პროექტის მთავარი ტექნიკური მრჩეველი, მერი მეთიუსი და პროექტის რეგიონული კოორდინატორი აჰმედ ა. ელსოდი უძღვებოდნენ.  შეხვედრა მდინარე მტკვრის აღდგენის სადემონსტრაციო პროექტის წარდგენას მიეძღვნა, რომლის შესრულებაც ამ პროექტის მიმდინარეობის დროს იგეგმება.  

ამ შეხვედრის დროს განიხილეს არაერთი შესაძლო ლოკაცია, სადაც პოტენციურად მდინარის აღდგენის პროექტის დატესტვა იქნება შესაძლებელი. განიხილეს ამ ლოკაციების პრობლემური მხარეები და ხანგრძლივვადიანი მდგრადობის შესაძლებლობები. 


შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ველზე გასვლის დროს სადემონსტრაციო პროექტის ადგილს ნახავდნენ და მის შესაბამისობას შეაფასებდნენ.  ველზე გასვლა შეხვედრიდან უშუალოდ რამდენიმე დღეში მოხდა.