2019 წლის 6 დეკემბერს, UNDP-GEF მტკვარი II პროექტის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გამართულ გალაზე, წყლის დაზოგვაზე H2Otel Water Saving პირველი პრიზი გაიცა

დაჯილდოების ცერემონიალი შერატონ მეხეტი პალასში გაიმართა. წყლის დაზოგვის თემაზე პრიზის მფლობელი სასტუმრო WhyMe? გახდა.
პრიზი - The H2Otel Water Saving Awards საქართველოსა და აზერბაიჯანში წყლის დაზოგვისა და დაბინძურების შემცირების მიმართულებით მომუშავე კომპანიებზე გაიცემა, მათი წახალისებისა და მომავალში წყლის რესურსების დაზოგვის მიზნით.