UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

წყალი ჩვენი მომავლისთვის - წყალი ყველასთვის

ამჯერად, UNDP GEF მტკვარი II პროექტი, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია ED-სთან ერთად, გორელ ახალგაზრდებს შეხვდა და მათთან სამომავლო გეგმები განიხილა. ახალგაზრდებმა გამოთქვეს აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ მომავალს წყლის დაზოგვასთან დაკავშირებით.

დედამიწაზე არსებული წყლის მხოლოდ 0.03 % არის ხელმისაწვდომი სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, მუნიციპალური საჭიროებებისთვის და გარემოსთვის. ჩვენი სხეული რომ მსოფლიოდ წარმოვიდგინოთ, მხოლოდ ცერა თითისთვის იქნებოდა წყალი საკმარისი, ორგანიზმის დანარჩენი ნაწილი კი - მწყურვალი. მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, წყალზე ხელმისაწვდომობა მცირდება. 

მაშინ, როდესაც მთელი ბავშვები მსოფლიოში ქუჩაში გამოვიდნენ და კლიმატის ცვლილებას აპროტესტებდნენ, UNDP GEF მტკვარი II პროექტის წარმომადგენლებმა, გორელ ახალაგაზრდებთან ერთად, ახალი იდეები განიხლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მომავალმა თაობებმა დადებით ცვლილებებში თავიანთი წვლილი შეიტანონ.

 

ეს ამბავი შემდეგმა მედიამ გააშუქა:

ტელეკომპანია "იმედი" (ეროვნული არხი)

თრიალეთი TV (რეგიონული არხი)

ტელეკომპანია "დია" (რეგიონული ტელევიზია)

საქართველოს წყალმომარაგების კომპანია