UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

პროექტის ეროვნული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

2019 წლის 20 სექტემბერს, UNDP-GEF მტკვარი II პროექტის ეროვნული საკონსულტაციო ჯგუფი შეხვდა საქართველოში პროექტის საკონსულტაციო ჯგუფი პროექტის მმართველი კომიტეტისა და შუალედური შეფასების ანგარიშს გაეცნო.

სასაუბრო თემები შემდეგი იყო: რეგიონული სამუშაო ჯგუფის მიერ წყლის საერთო ინდიკატორებზე შეჯერების საკითხები და წყლის ხარისხის მენეჯმენტის დეტალები. შეხვედრას საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის, გაერთიანებული წყლმომარაგების კომპანიის, EUWI+ პროექტის წარმომადგენლობა და UNDP საქართველო ესწრებოდნენ. 


პროექტის ტრენინგ გეგმა და საკომუნიკაციო სტრატეგია პროექტის საკონსულტაციო ჯგუფს გაუზიარეს. პრეზენტაციების შემდეგ, კომიტეტმა იმსჯელა იმაზე, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს პროექტის მდგადობა მისი ოფიციალურად დამთავრების შემდეგ.