UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

შეხვედრა მდინარის აღდგენის საკითხზე თბილისში

2017 წლის 18 სექტემბერს UNDP/GEF მტკვარი II თბილისის ოფისის ტრენინგ ცენტრში მდინარე მტკვრის აღდგენის საკითხზე შედგა შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო მდინარის აღდგენის სადემონტრაციო პატარა პროექტის განხილვა, რომელიც მომავალში უფრო დიდი პროექტის წინაპირობა უნდა გახდეს.

საკონსულტაციო შეხვედრა, ზოგადად, ეხებოდა მდინარი მტკვრის მდგომარეობას საქართველოში, მისი ცალკეული ლოკაციების აღდგენის კრიტერიუმებს, მათ შორის პოტენციური აღსადგენი ადგილების შესაბამისობასა და მიზანშეწონილობას.


შეხვედრას უძღოდნენ მერი მეთიუსი, UNDP/GEF მტკვარი II პროექტის ტექნიკური მრჩეველი და პროექტის რეგიონული კოორდინატორი, აჰმედ ელსოდი, პროექტის უფროსი ექსპერტი და ელისო ბარნოვი, პროექტის ეროვნული ექსპერტი.


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, წყლის კომპანიების წარმომადგენლები, მტკვარი II პროექტის გუნდის წევრები და ექსპერტები.