მუნიციპალურ და ირიგაციის სისტემაში წყლის რაციონალური გამოყენება

შეხვედრა მერი მეთიუსმა, პროექტის მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა და პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა, გახსნა. მეთიუსის შემდეგ მოხსენება ჰუბერტ ლორმა გააგრძელა, რომელიც წყლის მიწოდებისა და მოთხოვნის სფეროს ექსპერტია პროექტის ფარგლებში. ლორმა მონაწილეებს მოახსენა არსებული ვითარების სიტუაციური ანალიზი, პრობლემები და შესაძლებლობები, რომ ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი და შეფასება გაუმჯობესდეს.
ვორქშოფის ფარგლებში, ასევე განიხილეს წყლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მარეგულირებელი კანონები, მათი მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი, წარმოადგინეს ახალი შესაძლებლობების შესახებ რეკომენდაციები, იდეები და დისკუსია სოფლის მეურნეობისა და მუნიციპალურ სფეროში წყლის მართლზომიერ მოხმარებასთან დაკავშირებით.