რეგიონული საკონსულტაციო შეხვედრა წყლის რესურსების მენეჯმენტის ინდიკატორების განსახილველად

ამ შეხვედრის მიზანი იყო ამ ორი ქვეყნის ექსპერტებს შორის დიალოგის წამოწყება და წყლის ხარისხისა და რაოდენობის ინდიკატორებზე შეთანხმება, რომელსაც მომავალში ორივე ქვეყანა გაიზიარებს. საბოლოოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებში მტკვრის წლიური ანგარიში უნდა შედგეს და ქვეყნებმა ინფორმაცია უნდა გაცვალონ.
შეხვედრას უძღოდნენ მერი მეთიუსი, UNDP/GEF მტკვარი II პროექტის ტექნიკური მრჩეველი და პროექტის რეგიონული კოორდინატორი და აჰმედ ელსოდი, პროექტის უფროსი ექსპერტი. შეხვედრაზე ილაპარაკეს წყლის რესურსების მენეჯმენტზე ინფორმაციის ეროვნულ და რეგიონულ დონეზე გაცვლის შესახებ, მოკლედ მიმოიხილეს გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პროექტი და განიხილეს წყლის რაოდენობისა და ხარისხის საერთო ინდიკატორების შერჩევის საკითხები.