ჩართული მხარეების საკონსულტაციო შეხვედრა მდინარის გარემოსდაცვით ხარჯზე

შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ განიხილეს მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის დათვლის მეთოდოლოგია, რომელიც USAID G4G-ის ფარგლებშიც პროექტის - მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის დათვლის მეთოდოლოგიის და მოსამზადებელი სამუშაოების სატესტო გეგმა - ფარგლებშიც მიმდინარეობს, ასევე განხილულ იქნა მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასების დროს ჰოლისტიკური / მთლიანი მიდგომა და ყველა საჭირო კომპონენტების გათვალისწინება, მოცემული მეთოდოლოგიის დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით.
შეხვედრაზე განიხილეს მდინარის მოდენის გარემოსდაცვითი ხარჯის დათვლის მეთოდოლოგიები; მათ შორის, ჰიდროლოგიური, ჰიდრავლიკური, ჰოლისტიკური მეთოდები და ყველა მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ყველა შეთანხმდა, რომ მნიშვნელოვანი იყო შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება და საქართველოში მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის გამოთვლის მეთოდოლოგიებისა და მონიტორინგის ახლებური მიდგომების შემუშავება და განვითარება, პროექტების UNDP/GEF მტკვარი II, G4G და EUWI+-ს ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ენერგეტიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სხვადასხვა უნივერსიტეტების, საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, USAID G4G-ს პროგრამისა და მტკვარი II პროექტის გუნდის წევრები.