პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

შეხვედრაზე შუალედური ანგარიში განიხილეს. წევრებმა ერთმანეთს რეგიონული სამუშაო ჯგუფის შრომის შედეგები გააცნეს, რომელიც წყლის საერთო ინდიკატორების შემუშავებასა და წყლის რაოდენობის მენეჯმენტს ეხებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, EUWI+ project-ისა და UNDP საქართველოს წარმომადგენლები.
პროექტის ჯგუფმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს მომავალის ტრენინგისა და კომუნიკაციის გეგმა წარუდგინეს. პრეზენტაციის შემდეგ საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს პროექტის მდგრადობა მისი დასრულების შემდეგ.