UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

მტკვარი II პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრა 2017 წლის 4 ოქტომბერს

UNDP-GEF მტკვარი II პროექტის საკონსულტაციო ჯგუფი თბილისის ტრენინგ ცენტრში შეხვდა. ამ შეხვედრის ფასილიტატორები იყვნენ მარიამ მაკაროვა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მერი მეთიუსი, UNDP-GEF მტკვარი II პროექტის მთავარი ტექნიკური მრჩეველი და პროექტის რეგიონული კოორდინატორი.

შეხვედრის დროს პროექტი მიმოიხილეს დღიდან დაწყებისა (2017 წლის ივლისი), არსებულ სიტუაციამდე და მომავალ გეგმებამდე.  პროექტის გუნდმა წარმოაგინდა წყლის ინდიკატორებსა და მდინარის აღდგენის შესახებ შეხვედრების შედეგები, ასევე ცხელი წერტილების შესახებ ანგარიში; შეხვედრის დამსწრეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ექსპრტები ორივე ქვეყანასთან იმუშავებენ მეთოდოლოგიებისა და წყლის გასაზომი პარამეტრების ჰარმონიზებაზე. 


ორი ქვეყანა ერთმანეთს გაუზიარებს საკუთარი ცხელი წერტილების შესახებ ანგარიშებს, რომლებიც ეროვნულმა ექსპერტებმა შეასრულეს და წარმოადგინეს, რათა მათ ჰქონდეთ ეს ინფორმაცია და გაცვალონ ისინი ერთმანეთში, მომავალი თანამშრომლობის უფრო წარმატებით შესრულებისთვის.