UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

UNDP-GEF მტკვარი II პროექტის მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა თბილისში

2017 წლის 14 ივლისს UNDP-GEF მტკვარი II პროექტის მრჩეველთა ჯგუფი თბილისის ოფისში შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ენერგეტიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, წყლის კომპანიების, საერთაშორისო პროექტების, მტკვარი  II პროექტის გუნდის წევრები და უმცროსი ექსპერტები.


შეხვერას უძღვებოდნენ მარიამ მაკაროვა, სამინისტროს წყლის დეპარტამენტის უფროსი და მერი მეთიუსი, პროექტის ტექნიკური მრჩეველი და რეგიონული კოორდინატორი. 


დისკუსიები და პრეზენტაციები შეეხო პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის სამოქმედო გეგმას, პროექტის სხვადასხვა კომპონენტების განხორციელების არეალს, ევროკავშირის წყლის დირექტივასთან მიახლოებისა და ჰარმონიზების გზებს, მდინარის აღდგენის პოტენციური ადგილების არჩევას და სხვა სადემონსტრაციო პროექტებს. დისკუსია შეეხო ჩართული მხარეების საქმიანობის ანალიზს, უმცროსი ექსპერტების პროგრამას, საჯარო-კერძო პარტნიორობის ინიციატივებსა და სამუშაო ჯგუფსა და მათ წევრებს, დასახულ მიზნებსა და სასურველ შედეგებს, საერთაშორისო სასწავლო ტურის დაგეგმვას, სხვა საერთაშორისო პროექტებთან თანამშრომლობას და პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის მომავალი შეხვედრის გეგმებს.