UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

2018 წლის 10 სექტემბერს ბაქოში წყლის ხარისხზე რეგიონული სამუშაო ჯგუფი შედგა

2018 წლის 10 სექტემბერს რეგიონული სამუშაო ჯგუფი წყლის ხარისხის საერთო ინდიკატორებზე სასაუბროდ შეიკრიბა აზერბაიჯანში. ეს პირველი შეხვედრა იყო ამ მიმართულებით და მოსალოდნელია კიდევ სამი შეხვედრა: ორი საქართველოში და ერთი აზერბაიჯანში, მონაცვლეობით.

ამ სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანია წყლის საერთო ინდიკატორების შემუშავება მტკვრის აუზის წყლის ხარისხის საერთო სტანდარტის მისაღებად. ჯგუფის წევრები არიან აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტი და საქართველოს მხრიდან გარემოს ეროვნული სააგენტო.  

შედეგად შეჯერდა, რომ ორივე ქვეყანაში, შეთანხმებული წერტილებიდან, სინჯებს აიღებენ ხუთ საერთო ინდიკატორზე მტკვრის აუზზე. ამ შეხვედრის შედეგად მხარეებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს წყლის მენეჯმენტთან დაკავშირებული სიახლეები ორივე ქვეყანაში.