UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

რეგიონული სამუშაო ჯგუფი წყლის ხარისხის ერთობლივი ინდიკატორების განსახილველად შეხვდა

2019 წლის 16 სექტემბერს მტკვარი II პროექტის რეგიონული სამუშაო ჯგუფი წყლის ხარისხის ერთობლივი ინდიკატორების განსახილველად შეხვდნენ.

ამ შეხვედრის მთავარი მიზანი წყლის ხუთ შეთანხმებულ ინდიკატორზე საუბარი იყო, მომავალში მტკვრის აუზის ფარგლებში წყლის ანალიზის დროს ჰარმონიზებული და შეთანხმებული სტანდარტის ქონა. შეხვედრას აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ერთად წარადგინეს ერთობლივი მუშაობის შედეგები წყლის ხარისხზე, რომელიც  მტკვარი II პროექტის წყალობით შეიქმნა.  შეხვედრის ბოლოს შეთანხმდა, რომ შემდეგ საველე გასვლაზე თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი მეორეს შეურთდებოდა, რომ წყლის სინჯის აღება და ანალიზი ერთად მოხდეს. თავიდან დადგენილი იყო, რომ ამ სამუშაო ჯგუფს ოთხი შეხვედრა უნდა ჰქონოდა, თუმცა, პროექტის გაგრძელების გამო, ხუთი შეხვედრა იქნება შესაძლებელი, თანამშრომლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე.